ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
Keti Cup 2019

22-24 მარტს, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენამ მხატვრულ ტანვარჯიშში რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირს - ‘Keti Cup Tbilisi 2019’-ს უმასპინძლა. ტურნირში, რომელიც ქეთი ხატიაშვილის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა, 14 ქვეყნის 240-მა ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები - მიხეილ გიორგაძე და შალვა გოგოლაძე დაესწრნენ. მიხეილ გიორგაძემ გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

მედლები ორივე ოლიმპიურ დისციპლინაში (ინდივიდუალური და ჯგუფური გამოსვლები) გათამაშდა. გოგონები ქართველ მსაჯებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებმა შეაფასეს.

„ქეთის თასი“ პირველად 2018 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ტანმოვარჯიშეები 6 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. შეჯიბრებაში 65-მა ქართველმა ტანმოვარჯიშემ იასპარეზა, მთლიანად კი 190 სპორტსმენი გამოვიდა. წელს, ქვეყნების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, რაც მონაწილეების რაოდენობის ზრდაზეც აისახა.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო