ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველო 0:2 შვეიცარია - ჯაბა კანკავა მეორეა

შვეიცარიასთან 0:2 წაგებულ შეხვედრაში ჯაბა კანკავამ 43-ედ უკაპიტნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ამ მაჩვენებლით ისტორიაში მეორეა.
გუშინდელ მატჩამდე კანკავა და გიორგი ნემსაძე 42 თამაშით მეორე-მესამე ადგილებს იყოფდნენ. ხაზგასასმელია, რომ ნემსაძემ ამ მაჩვენებელს 69 მატჩში უწია, კანკავამ კი ალპელების წინააღმდეგ 79-ედ ითამაშა ქვეყნის მთავარ გუნდში.
კაპიტნობის მხრივ რეკორდსმენი კახა კალაძე გახლავთ, რომელმაც 50-ჯერ (83 თამაშში) გაიყვანა გუნდი მინდორზე.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში სულ 21-მა ფეხბურთელმა მოირგო კაპიტნის სამკლავური. პირველი გუნდისთავი ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი გახლდათ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო