ძიუდოისტთა 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ეკატერინბურგში
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 15-17 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გამართულ გრნა სლემზე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის პრიზიორი ბექა ღვინიააშვილი (90 კგ) გახდა, რომელიც ფინალში ჰოლანდიელ ნოელ ფან ტენდთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი გრან სლემის დებიუტანტები - ბაგრატ ნინნიაშვილი (66 კგ) და ლუკა მაისურაძე (81 კგ) გახდნენ.
ნინიაშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იაპონელი ფუჯისაკა ტარო დაამარცხა, ლუკა მაისურაძემ კი ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტს სძლია.
ეკატერინბურგის გრან სლემზე მსოფლიოს 47 ქვეყნის 353 სპორტსმენი მონაწილეობდა.
იხილეთ სრული შედეგები