TAMUNAPHOTO

იხილეთ ფოტოები

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
„ბორჯღალოსნების“ მორიგი გამარჯვება რუსეთთან!

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩში რუსეთს დაუპირისპირდა და პრინციპული მეტოქე 22:6 დაამარცხა. კრასნოდარში, „ყუბანის“ სტადიონზე გამართული მატჩი, ორ სარაგბო ერს შორის რიგით 23-ე გამოდგა. 22 დაპირისპირებიდან, საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 20 დასრულდა, ერთ შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა, ხოლო ერთ მატჩში რუსებმა გაიმარჯვეს.

დღევანდელი შეხვედრის საწყისი წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-8 წუთზე მილტონ ჰეიგის მორაგბეებმა გახსნეს. სოსო მათიაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა - 0:3. მასპინძლებმა 31-ე წუთზე ასევე ზუსტი საჯარიმოთი გაათანაბრეს - 3:3. ტაიმის ბოლოს „ბორჯღალოსნებმა“ აქტიურად შეუტიეს. ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ, რუსების ჩათვლის მოედანთან ახლოს სტუმართა შერკინება დაინიშნა. „დათვები“ ზედიზედ სამ შერკინებაში დაჯარიმდნენ, რის გამოც მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა - 3:10.

შეხვედრის მეორე ნახევრის დასაწყისში ქართველების უპირატესობა გაიზარდა. მასპინძელთა დარტყმულს გიორგი ცუცქირიძემ დააფარა და მატჩის მეორე ლელო გაიტანა, თუმცა ის სოსო მათიაშვილმა ვერ გარდასახა - 3:15. ქართველთა ლელოს მასპინძლებმა ზუსტი საჯარიმოთი უპასუხეს - 6:15. 65-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა კვლავ გაიზარდა. მირიან მოდებაძემ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და ბურთი რუსების ჩათვლის მოედანში თვითონვე დაამიწა. ლელო ლაშა მალაღურაძემ გარდასახა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 22:6 გაიმარჯვა და პრინციპული მეტოქე ოცდამეერთედ დაამარცხა!

2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ხუთივე მატჩის მოგებით „ბორჯღალოსნებმა“ გრანდ სლემი შეასრულეს, 24 ქულა დააგროვეს და ჩემპიონის ტიტულს მეთერთმეტედ დაეუფლნენ!

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი - TAMUNAPHOTO

იხილეთ ფოტოები



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო