ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ანა ხუნჯუა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია!

2019 წლის ევროპის 22 წლამდელთა ჩემპიონატი ისტორიული გამოდგა ქართული კრივისთვის. პირველად, ქართველი მოკრივე გოგონა ევროპირველობის მედალს დაეუფლა. 54 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანა ხუნჯუამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეოთხედფინალში ახალგაზრდა სპორტსმენმა ბელარუსის წარმომადგენელი ალექსანდრა კარპოვიჩი დაამარცხა. ნახევარფინალში ხუნჯუა რუს ანასტასია არტამონოვასთან დამარცხდა და ისტორიულ მედალს დაეუფლა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო