საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთის ნაკრებთან თბილისში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ზედიზედ მეორე ითამაშებს ევროპის მთავარ სანაკრებო ტურნირზე. ბრატისლავაში გამართული უხვგოლიანი მატჩი სლოვაკეთმა 5:3 მოიგო, თუმცა ორი თამაშის ჯამში ჩვენმა გუნდმა მეტოქე 7:6 დაამარცხა.
სლოვაკეთთან შეხვედრაში გოლები გიორგი ჩიმაკაძემ, არჩილ სებისკვერაძემ და ირაკლი თოდუამ გაიტანეს, რომელიც ბრატისლავაში მეასე სანაკრებო მატჩს ატარებდა. ირაკლი თოდუა საქართველოს ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 29 გოლი და 21 საგოლე პასია.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 ოქტომბერს შედგება.
ავტორი: მარიამ მოთიაშვილი/Mariam Motiashvili
23.09.2025
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო