საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ოთხი მედალი მოიპოვა
ქართული ფინალი +115 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმართა - ბადრი ხატისკაცსა და ლაშა ჯელაძეს შორის; ფინალში გამარჯვება ბადრი ხატისკაცს ერგო. ხოლო აბსოლუტური წონის ფინალში ლაშა ჯელაძემ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს სძლია. ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს ბადრი ხატისკაციც დაეუფლა.
ქართველი სუმოისტები მსოფლიოს თასზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო