საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
ქართველმა კარატისტებმა ტურნიეზე 35 მედალი მოიპოვეს, აქედან 7 ოქრო, 10 ვერცხლი და 18 ბრინჯაო.
ტურნირში 13 ქვეყნის 431 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, გენერლ ლეიტენანტი ანზორ ჩუბინიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2026 წლის 9-10 მაისს კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო