რიგაში მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირი „Riga City Council's Cup“ გაიმართა.
19 წლამდე კატეგორიაში ანასტასია ჩხარტიშვილმა ფინალში მასპინძელი ლატვიელი პოლინა სტასევსკა ანგარიშით 3-0 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.
14 წლამდე კატეგორიაში ანდრია ჩხარტიშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ნორვეგიელი ერიკ ბელინი ანგარიშით 3-2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხოლო 12 წლამდე კატეგორიაში ელენე ქობალია ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ესტონელი მონა სომსი ანგარიშით 3-2 დაამარცხა.
ახალგაზრდა სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო