ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ისტორიაში პირველად სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისმა ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტმა ბილალ ერდოღანმა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თენგიზ ხუბულურმა. მათ ქართული ჭიდაობის ტრადიციის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელსაც 2018 წელს იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.

ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატში სპორტსმენები 25 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები გამოვლინდნენ აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. ჩემპიონობა საბა ინანეიშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი მონღოლი ულზიბაიარ დურენბაიარი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი უჩა ტაბატაძემ მოიპოვა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო