ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
კანოე-კაიაკის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულეს

ერთადგილიანი კაიაკით სენიორებში 200-მეტრიან დისტანციაზე ჩემპიონობა იზეიმა ნიკა ოდიშელიძემ, ამავე დისტანციასა და კატეგორიაში კი ბრინჯაოს პრიზიორი ბადრი ყაველაშვილი გახდა. ასევე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 500-მეტრიან დისტანციაზე ნიკა ოდიშელიძე.

ორადგილიანი კაიაკით სენიორებში 500-მეტრიან დისტანციაზე ბრინჯაოს პრიზიორები კვლავ ნიკა ოდიშელიძე და ბადრი ყაველაშვილი გახდნენ.

ერთადგილიანი კანოეთი სენიორებში 200-მეტრიან დისტანციაზე ჩემპიონობა ალექსანდრე წივწივაძემ

იზეიმა.

ერთადგილიანი კანოეთი ვაჟთა კატეგორიაში 200-მეტრიან დისტანციაზე ოქროს მედალი მოიპოვა საბა მალანიამ, მან ასევე ჩემპიონობა იზეიმა 500-მეტრიან დისტანციაზეც.

ერთადგილიანი კანოეთი იუნიორთა კატეგორიაში 200-მეტრიან დისტანციაზე ჩემპიონობა იზეიმა მანანა პეტრიაშვილმა, ის ასევე 500-მეტრიან დისტანციაზეც ჩემპიონი გახდა.

ტურნირზე, რომელშიც 20 ქვეყნის 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა,

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

სპორტსმენები შეჯიბრებაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო