სპორტის მინისტრმა დავით ქაჯაიასა და სანდრო თავართქილაძეს „ევრონასკარის“ ევროპის სერიებზე მიღწეული წარმატება მიულოცა
ქართველი სპორტსმენები „ევრონასკარზე" საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ასპარეზობდნენ. ,,ევრონასკარის’’ ევროპის სერიების დასკვნით - ბელგიის ეტაპზე, დავით ქაჯაიამ პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონი გახდა, ხოლო სანდრო თავართქილაძემ ღია კატეგორიაში ასპარეზობა მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.
შეხვედრას საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ლომაძე და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გოგა გელაშვილი ესწრებოდნენ.
„ევრონასკარის“ ევროპის სერიები შვიდი რბოლისგან შედგებოდა. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო