ქართველი ავტომრბოლელების წარმატება
„NASCAR“-ის ევროპის სერიების ფარგლებში დათა ქაჯაიამ ზედიზედ ორი დღის რბოლაში გაიმარჯვა და ჩელენჯერის ჩემპიონი გახდა.
ბელგიის ეტაპზე სერია მეორე პოზიციაზე დაასრულა ქართველმა მრბოლელმა სანდრო თავართქილაძემ.
„EuroNASCAR“-ზე ქართველი მრბოლელები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.