ქართული
სპორტი
 
 
ისტორია
ქართველები ოდითგანვე კარგი მოასპარეზენი ყოფილან და ეს მრავალი დოკუმენტით დასტურდება, უწინარესად _ ისტორიული, არქეოლოგიური და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალებით, ლიტერატურული წყაროებით, ქართველ თუ უცხოელ მემატიანეთა ცნობებით. მათი კვლევა-ანალიზი საშუალებას გვაძლევს მეტ-ნაკლები სიზუსტითა და სისრულით გავაშუქოთ ქართული სპორტის წარსული და ხალხურ ასპარეზობათა ქრონიკა, დავადგინოთ სამხედრო-ფიზიკური აღზრდის თავისებურებანი და ტრადიციულ სახეობათა წარმომავლობა, განვსაზღვროთ სპორტის ადგილი და მნიშვნელობა ქართველი ხალხის ყოფაში.
სპორტთან დაკავშირებული ისტორიული მასალების გავრცელების მიზნით სამინისტრომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში, შეიქმნა ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული სპორტული გამოცემების ელექტრონული არქივი.


დამსახურებული პირები
ქართული ცურვის ისტორია
01-01-1970 04:00:01

ჰენრი კუპრაშვილის მიერ გაცოცხლებული ქართული ცურვის უნიკალური სახეობანი: „ლაზური“, ანუ „თავისუფალი კოლხური“და „ოკრიბულა“, (სპორტული სტილი), „ხელფეხშეკრული კოლხური“ (სამხედრო-საწვრთნელი სტილი); „აფხაზური“, „იბერიული“, „ქიზიყური“, „ხაშურული“, „თახვია“ (სავარჯიშო საწრთვნელი ყაიდები) ადამიანის წარმოდგენას ცვლის ცურვის შესახებ.

ძალოსნობის წარმოშობა
01-01-1970 04:00:01

პირველი სპორტის სახეობა, რომელიც ძალისმიერი ვარჯიშებიდან წარმოიშვა ძალოსნობა იყო. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ძალოსნობას გამოკვეთილი სპორტული შეჯიბრების სახე მიეცა რასაც ხელი შეუწყო იმან, რომ უმეტეს ქვეყანაში საშეჯიბრო იარაღად გამოყოფილი იქნა შტანგა

ცხენოსნობის ისტორია საქართველოში
01-01-1970 04:00:01

ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოური თუ ქართული წყაროები მოწმობენ, რომ მდიდარი მხედრული ტრადიციების ქვეყანაში წარმატებით ვითარდებოდა ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობა – დოღი, ცხენოსნური თამაშები, ყაბახი, ისინდი, ჯირითი და სხვ.

საქართველოს ჩოგბურთის ისტორიიდან
01-01-1970 04:00:28

ჩოგბურთის განვითარება საქართველოში დასაბამს მე-19 საუკუნის დამლევიდან იღებს. ჭიათურაში ინგლისური ფირმა “Forward and Salinas”–ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ (რომელსაც მეუღლე ქართველი ჰყავდა) მანგანუმის ქალაქში ახალი თამაში ლაუნ-ტენისი შემოიტანა. გამოჩენილი ქართველი ჩოგბურთელი და პედაგოგი იან ჰომერი (1898-1981) თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ წერეთლების ოჯახი და თვით უკვდავი მგოსანი - აკაკი ადევნებდა თვალს საჩოგბურთო სანახაობას. ჭიათურიდან ჩოგბურთმა გავრცელება თბილისსა და ბათუმში ჰპოვა.

ჭადრაკის ისტორია
01-01-1970 04:00:28

ჭადრაკი — ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი.

ძიუდოს ისტორია
01-01-1970 04:00:28

იაპონიაში მრავალი საუკუნის მანძილზე არსებული ფეოდალური დამოკიდებულებანი XIX საუკუნის შუა წლებისთვის თანდათან დაკნინებას მიეცა. იმპერატორის სპეციალური დადგენილებით, 1871 წელს სამურაებს აეკრძალათ ხმლის ტარება, რამაც საკმაოდ მოკლე ხანში მეომრებისა და პოლიციელების საბრძოლო ფიზიკური მომზადების სისტემაზე იმოქმედა. ჯიუ-ჯიცუს სხვადასხვა სკოლებში სწავლების აქცენტად უიარაღო თავდაცვის ხერხების დაუფლება იქცა. რეფორმების შედეგად გამოცხადდა სამურაების, გლეხების, ხელოსნებისა და ვაჭრების თავისუფლება და სამურაების მიერ დაარსებული სკოლებიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა.

დიდი გამარჯვება
01-01-1970 04:00:19

1962 წლის 29 ივნისი სამუდამოდ შევიდა ქართული სპორტის ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი. სწორედ ამ დღეს, შვეიცარიის ქალაქ ჟენავას Patinoire des Vernets-ის არენაზე, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის თასის მეხუთე გათამაშების ფინალში, თბილისის დინამოელებმა მადრიდის „რეალი“ 90;83 დაამარცხეს და საპატიო ჯილდოს დაეუფლნენ.

ქართული ჭიდაობის ისტორია
01-01-1970 04:00:09

მე-19 საუკუნის პერიოდიკაში საკმაოდ დეტალურად და უხვადაა წარმოდგენილი ჭიდაობასთან დაკავშირებული მოვლენები. იმ პერიოდის ჟურნალ-გაზეთები (ივერია" დროება" და სხვ.) ყურადღებას უთმობდნენ ქართულ ჭიდაობას. ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგეი მესხი, დანიელ ჭონქაძე და ა.შ. ჭიდაობის დიდი გულშემატკივრები იყვნენ.

ქართული კალათბურთის ისტორია
01-01-1970 04:00:09

ქართული კალათბურთის ისტორია XX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება. 1922 წელს მოსკოვში გამართულ ვსევობუჩის (“ვსენაროდნოე ვოენნოე ობუჩენიე”) სპარტაკიადაში მონაწილე თბილისელმა მძლეოსანმა ალექსანდრე ჭელიძემ შემთხვევით ნახა ბოძებზე დამაგრებული კალათბურთის ფარები და უცხო თამაში.

სპორტსაზოგადოება "შევარდენი"
01-01-1970 04:00:09

სპორტსაზოგადოება „შევარდენი" - ეს ჩვენი სპორტის ერთ-ერთი მშვენიერი ლეგენდაა, რომლის ფესვებს XIX საუკუნის მიწურულამდე მივყავართ, როცა ქართველი და ჩეხი სპორტსმენების საქმიან და მეგობრულ ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი.

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო