სპორტის ეს სახეობა ვიქტორიანული ხანის ინგლისში წარმოიშვა, სადაც მას მაღალი ფენის წარმომადგენლები თამაშობდნენ, როგორც სალონის თამაშს. სავარაუდოდ, თამაშის ჩანასახოვანი ფორმა ჩამოყალიბდა 1860-1870-იან წლებში, ინდოეთის ბრიტანელ სამხედრო ოფიცრებში, რომლებმაც თამაში ევროპაში შემოიტანეს.
კრივი (ინგლ.დარტყმა). სპორტული ორთაბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული სახეობა. ხელჩართული ბრძოლა რბილი ხელთათმნებით სპეციალურად მოწყობილ სარბიელზე - რინგზე. ევროპის ჩემპიონატი მოყვარულთა შორის იმართება 1924 წლიდან, მსოფლიოს ჩემპიონატი - 1974-იდან, ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1904-იდან.
ავტოსპორტის ჩამოყალიბების თარიღად შეიძლება ჩაითვლოს 1894 წელი. 1893 წლის ბოლოს (19 დეკემბერი) პარიზული გაზეთ «Le Petit Journal»-ის გამომცემელმა პიერ ჟიფარმა გამოაცხადა პირველი საავტომობილო შეჯიბრის შესახებ. სტარტის დრო გამოცხადდა 1894 წლის 22 ივლისი.
ბალახის ჰოკეი გუნდური თამაშებში ერთ-ერთი უძველესია. ბურთის ყვნჯით თამაშის კვალი ძვ.წ. VI საუკუნეშია აღმოჩენილი. ბალახის ჰოკეის მსგავს თამაშებს, ჭაკუნობას და ჭოროლას საქართველოშიც უხსოვარი დროიდან თამაშობდნენ. თანამედროვე სახით იგი XIX საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა. სწორედ ამ პერიოდში (1861) შეიქმნა პირველი კლუბი ინგლისში. 1971 წელს შეიქმნა ლონდონის ბალახის ჰოკეის ასოციაცია, რომელმაც 1875 წელს გამოაქვეყნა ბალახის ჰოკეის პირველი წესები.
პირველი ცნობები ფრთიან ბურთით თამაშზე გვხდება 2000 წლის წინ ინდოეთში . XIV საუკუნეში იაპონიაში თამაშობდნენ „იობანეს“, სადაც ბურთის ნაცვლად იყენებდნენ მსხვილ ალუბლის ან წვრილ ვაშლის გამხმარ ნაყოფს, რომელსაც რამოდენიმე ფრთას ჩაურჭობდნენ. ფრთიანი ბურთით თანაში ცნობილი იყო აგრეთვე ევროპაშიც, შუა საუკუნეებში ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ფრთიანი ბურთით თამაში "Battledore and Shuttlecock ან Jeu de Volant" , რომელსაც ძირითადად მაღალი ფენის წარმომადგენლები თამაშობდნენ.
ათლეტიზმი და მასში შემავალი სპორტის სახეობები კულტურიზმი (Bodybuilding) და ძალისმიერი სამჭიდი (Powerlifting) საქართველოში XX საუკუნის 60-იან წლებში გაიცნეს. საქართველოში ათლეტიზმის ფუძემდებელია საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე კონსტანტინე გიორგის-ძე ზაუტაშვილი
ალპინიზმი — სპორტისა და აქტიური დასვენების ერთ-ერთი სახეობა. მის მიზანს წარმოადგენს მთების მწვერვალზე ასვლა. ალპინიზმის სპორტული არსი მდგომარეობს მწვერვალისაკენ მიმავალ გზაზე ბუნებრივად წარმოწობილი წინაღობების (სიმაღლე, რელიეფი, ამინდი) გადალახვაში.
საქართველოში აფროსნობის განვითარებას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის 90-იან წლებში. უცხოელ დიპლომატთა და მეწარმეთა სახსრებით ბათუმში გაიხსნა პირველი იახტკლუბი, რომელმაც 1920-იან წლებამდე იარსება. 1924-30 წლებში ბათუმის საზღვაო სადგურის მეზღვაურთა ინიციატივით აფროსანთა არაერთი შეჯიბრება გაიმართა, 1931 წელს კი მოეწყო პირველი გაცურვა ბათუმიდან სოხუმამდე და უკან. მოგვიანებით საქართველოს აფროსნები “დ-1” და “ს-60” ნავებით სევასტოპოლსა და ოდესაში ჩავიდნენ.
საქართველოში ველოსპორტი XIX საუკუნის მიწურულს შემოვიდა, როცა თბილისში, დიდი მთავრის (ახლანდელი დიმიტრი უზნაძის) ქუჩაზე პირველი ველოტრეკი აიგო. ამ საქმის ერთ-ერთი თაოსანი იყო ცნობილი სამხედრო ინჟინერი, თავადი ვასილ ჯორჯაძე (1856-1927), რომელმაც საკმაოდ დიდი თანხა გაიღო. ტრეკის გახსნის ოფიციალურ თარიღად 1892 წელი სახელდება, ძველ ველოსიპედისტთა გადმოცემით კი აქ 1886 წლიდან უკვე იმართებოდა შეჯიბრებები, მაგრამ უსახსრობის გამო არენა მალე დაიხურა.
“ვინც ამიტირებს სამშობლოს მგელივით შავეტანები!” – ასეთი სულისკვეთება ქართველ მეომრებს ოდითგან მოსდევთ. ასწლეულების წინ საქართველოში უკვე არსებობდა საკმაოდ დახვეწილი საბრძოლო ხელოვნება. 1997 წელს აღსდგა ხელჩართული ბრძოლის ქართული სისტემა. საუკუნეების მანძილზე ქართველი მეომრები მტერს სწორედ ასეთი ილეთებით იგერიებდნენ. ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი სახეობაა ხრიდოლი, რომელშიც ქართველთა ისტორიაა ასახული, ჩვენ ხომ მუდმივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მტერთან გვიწევდა ბრძოლა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო