28-29 სექტემბერს, საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით საქართველოს პირველი ღია ჩემპიონატი ჩატარდა, რომელსაც 'Tbilisi Hills Golf & Residences'-მა უმასპინძლა.
ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) მექანიზმის ფარგლებში საქართველოს ორგანიზაციის ექსპერტთა მისია ეწვია. ვიზიტის მიზანს მასობრივი სპორტის განვითარების სფეროში გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ‘NHK WORLD’-ის წამყვანმა და კომენტატორმა, ჰირო მორიტამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ლექცია სახელწოდებით „სუმოს საოცარი სამყარო“ ჩაატარა. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ უფრო ახლოს გაცნობოდნენ იაპონურ კულტურასა და სუმოს სამყაროს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, წელს საქართველოში ევროპის სპორტის კვირეული აღინიშნება. ევროკომისიის ინიციატივას საქართველო მეორედ შეუერთდა.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, რომელიც ტაილანდის ქალაქ პატაიაში ბრწყინვალედ გამოვიდა, დღეს თბილისში დაბრუნდა. გიორგი ასანიძის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მსოფლიო თასის მეორე მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და პირველი შეხვედრის შემდეგ გუნდი თითქმის სრულად გადაახალისა.
ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ტაილანდის ქალაქი პატაია მასპინძლობს, დასასრულს უახლოვდება.
მსოფლიო თასის პარალელურად World Rugby მორაგბეების ცხოვრების გაცნობას განაგრძობს და ბორჯღალოსნებიდან ამჯერად ჯაბა ბრეგვაძის დრო დადგა.
World Rugby-მ ბორჯღალოსნების ახალზელანდიელ მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ საქართველოს დატოვებს, სტატია მიუძღვნა.
საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს მასპინძლობს. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სამინისტროში მაგიდის ჩოგბურთში შიდა ტურნირები ჩატარდა, მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო