ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
30 წლის წინ, საქართველოს პირველი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი გაიხსნა!

30 წლის წინ, 1990 წლის 30 მარტს, ფეხბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი გაიხსნა. ისტორიული მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთს“  შორის გამართულ შეხვედრას 80 000 მაყურებელი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ პირველი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის“ მიღებამდე ერთი წლით ადრე დაიწყო.

„იბერია“ („დინამო“): ზ.ხაპოვი, გ.კეტაშვილი, კ.ცხადაძე, მ.არზიანი, ს.ჭედია, ზ.რევიშვილი (გ.ჩიქოვანი), თ.ქეცბაია, კ.კაჭარავა, გ.ცაავა (გ.ჯიშკარიანი), გ.გურული, კ.გოგიჩაიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი

„კოლხეთი 1913“: მ.გვასალია, ა.კურგენიანი, რ.ქაჯაია, გ.გიორგაძე, გ.გიგატაძე, მ.შამათავა, ზ.თოფურია (ო.თიბილაშვილი), დ.მახარაძე (ზ.ინიაშვილი), ი.ჯუღელი, ნ.თვარაძე, ო.ავრამიდისი (მ.ბაჯალაძე).

მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე

მსაჯი: მევლუდ მიმინოშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო