ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ჭადრაკის ტურნირებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჭადრაკით დაინტერესებულ ადამიანებს, დისტანციურად თამაშის შესაძლებლობას აძლევს. ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით დაიწყო ონლაინ ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში.

▶ ონლაინ ტურნირები იმართება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

▶ ტურნირებში მონაწილოების მისაღებად თავდაპირველად აუცილებელია დარეგისტრირება ვებგვერდზე www.chess.com, სადაც საქართველოდან შესული მომხმარებელი გაერთიანდება ჯგუფში 'Georgian Chess Federation'.

ტურნირისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველ საღამოს 19:00 საათიდან, ხოლო ასპარეზობა 20:00 საათზე იწყება.

#StopCoV

#დარჩისახლში

#ითამაშეჭადრაკი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო