განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში პროექტის „გენდერული თანასწორობა სასკოლო სპორტსა და ფიზიკურ აქტივობაში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პროექტი ემსახურება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საანგარიშო სესია გამართა. დელეგატების წინაშე მოხსენებითი სიტყვით კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი წარდგა. სესიაზე 2019 წლის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ განვლილი წელი შეაჯამა. განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში ფედერაციის პრეზიდენტმა, კონსტანტინე ამირაჯიბმა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ბოლდერინგში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა.
ქართულ ჭიდაობაში წლის უმთავრესი ტურნირი - „ფალავნობა 2019“ გაიმართა, რომლის გამარჯვებული ონისე ბუღაძე გახდა. საჩხერელმა ფალავანმა ფინალში გიორგი ზაქარიაძე დაამარცხა და ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა. მესამე ადგილი ნიაზ დიასამიძემ დაიკავა, რომელსაც მეტოქე - ლაშა ტაველური ტრავმის გამო ვერ გამოუცხადდა.
ცინდაოს მასტერსის უკანასკნელ დღეს შესანიშნავად იასპარეზა ლაშა ბექაურმა, რომელიც ფინალში გავიდა და ოქროს მედალი მოიგო!
ბათუმის სპორტის სასახლეში გუშინ საქართველოს თასის გათამაშება დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის.
13 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობდა.
ბათუმის სპორტის სასახლეში გუშინ საქართველოს თასის პირველი 5 მფლობელი გამოვლინდა, დღეს კი ტურნირი დანარჩენი 5 წონითი კატეგორიის ფინალებით სრულდება.
ეილათში (ისრაელი) მიმდინარე 15 და 17-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ საქართველოს ნაკრებს პირველი მედლები მოუპოვა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო