ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ტოჩინოშინმა ნოემბრის ბაშოზე დადებითი ბალანსი დააფიქსირა

პროფესიონალმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ტოკიოში გამართული სუპერტურნირი 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა. ნოემბრის ბაშოს ბოლო, მე-15 შეხვედრაში, ტოჩინოშინმა იაპონელი სუმოისტი ტაკანოშო დაამარცხა. ამ შედეგით, ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი - „კაჩი კოში“ დააფიქსირა, რაც შემდეგი ტურნირისთვის წოდებაში დაწინაურების გარანტიას იძლევა.

ნოემბრის სუპერტურნირის გამარჯვებული იაპონელი ოძეკი ტაკაკეიშო გახდა. პროფესიული სუმოს განახლებული რეიტინგი (ბანძუკე) დეკემბრის მიწურულს გამოქვეყნდება, შემდეგ სუპერტურნირს კი 2021 წლის 10-24 იანვარს კვლავ ტოკიო უმასპინძლებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო