თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომა
საქართველოში ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომის ისტორია 1935 წლიდან იწყება, როცა ბაკურიანში დამთავრდა 40-მეტრიანი ტრამპლინის მშენებლობა და რესპუბლიკური შეჯიბრების პროგრამაში ხტომებიც შეიტანეს.
მოგვიანებით ბაკურიანს შეემატა 45, 70 და 90-მეტრიანი ტრამპლინები, გახშირდა შეჯიბრებები ,რამაც განაპირობა საქართველოს მხტომელთა წარმატებები საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე.
სპორტის ამ სახეობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია „მფრინავ ტორპედოდ“ მონათლულ კობა წაქაძეს
მფრინავი ტორპედო
კობა წაქაძემ პირველივე შეჯიბრებიდან მიიპყრო ყურადღება როგორც უშიშარმა და უაღრესად ტექნიკურმა მხოტომელმა. ჯერ ბაკურიანელ თანატოლებს ჯაბნიდა , მერე მთელ საბჭოეთში ლიდერობდა , ბოლოს კი მსოფლიოს აღიარება მიიღო. მისი ხტომის ორიგინალური მანერა გულგრილს არავის ტოვებდა - არც მსაჯებს , არც მეტოქეებს და არც მაყურებელს , ჟურნალისტებმა კი „მფრინავი ტორპედოდ“ მონათლეს.
1954 წელს გავიმარჯვე ავსტრიულ-გერმანულ ტურნირში. ეს იყო ძალიან პრესტიჟული შეჯიბრება, რომელშიც მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები ასპარეზობდენ, მე კი საბჭოთა სპორტსმენთაგან პირველმა მოვიგე იგი. აქედან მოყოლებული, 21 წელი საბჭოთა ნაკრების უცვლელი ლიდერი ვიყავი. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ის იყო, რომ 1968 წელს გრენობლის ოლიმპიადაზე არ წამიყვანეს. არადა, კარგ ფორმაში ვიყავი. იმ დროს ტურნირზე წასვლამდე საგანგებო ანკეტებს გვავსებინებდენ იქ მე პირად მწვრთნელად საკავშირო ნაკრების მწვრთნელის ნაცვლად პაველ დემენტიევი ჩავწერე. ამისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ გიგასმა ამითვალისწუნა და ნაკრებში არ შემიყვანა. ოლიმპიადის მერე ამისთვის მოხსნეს კიდეც
კობა წაქაძე ტრამპლინიდან თხილამურებით მხტომელი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო