ქართული
სპორტი
 
 
ჩერლიდინგი
სპორტის სახეობის აღწერა

ეს არის სპორტის დამოუკიდებელი სახეობა, რომელიც მოიცავს შოუსა და სანახაობრივი სპორტის სახეობის ელემენტებს. (ტანვარჯიში, აკრობატიკა, ცეკვები). ტარდება ევროპული და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებები.

                     ჩირლიდინგი იყოფა ორ ძირითად მიმართულებად:

1.    გუნდების შეჯიბრი პროგრამების მიხედვით, რომელიც შემუშავებულია სპეციალური წესებით;
2.    მუშაობა სპორტულ გუნდებთან, კლუბებთან, ფედერაციებთან შემდეგი ამოცანების შესასრულებლად:
.   მაყურებელთა (გულშიმატკივართა) მოზიდვა სტადიონებზე და სპორტულ დარბაზებში ფიზიკური კულტურის, სპორტის და ჯამრთელი     ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით;
.    სტადიონებზე  კეთინგანწყობილი მორალურ-პსიქოლოგიური ჰავის შექმნა, გულშემატკივართა-ფანატების აგრესიური განწყობის შერბილება, "პოზიტიური ფანატიზმის" გარემოს შექმნა და ფანატების ემოციების მართვა;
.    შეჯიბრში მონაწილე სპორტული გუნდების მხარდაჭერა;
.    სპორტული ღონისძიებების დროს სარეკლამო-საიმიჯო სამუშაოთა აკტივიზაცია და მრავალფეროვნება.
 

 ჩემპიონატები ჩერლიდინგში ტარდება რამოდენიმე ნომინაციაში:

  • ჩირ - სპორტული ტანვარჯიშის და აკრობატიკის ელემენტები, პირამიდის აწყობა და საცეკვაო გადაწყობა შეძახილების ქვეშ;
  • დენს - სპორტული ცეკვები ტანვარჯიშის ელემენტებით, პლასტიურობით , კარგი ქორეოგრაფიითა და გრაციით , წარმოუდგენელი სინქრონირებით.
  • ჩირ-მიქსი - შერეული გუნდების გამოსვლა ( ქალები და კაცები) ;
  • სტანტ - პირამიდების კოლექტიური წყობა;
  • ჩირ- ჰიპ-ჰოპ;
  • ინდივიდუალური ჩერლიდერი - გუნდის მთავარი წამყვანის სოლო ნომერი;
  • ჩირ-დენს შოუ;
  •           წყვილი სტანტები.
  • მთელ მსოფლიოში გახსნილია სპორტული სკოლები ჩერლიდინგში, სხვადასხვა სასწავლებლებში - სპეციალიზაცია.

    International Cheer Union (ICU)  - დღეისთვის უმსხვილესი და ლიდერი ჩერლიდინგის სპორტული ფედერაცია მსოფლიოში. მის შემადგენლობაშია 116 ქვეყანა. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ში.  ICU  მსოფლიო  ჩემპიონატმა 2012 წელს შეკრიბა 17 000 სპორტსმენი  მსოფლიოს 70 ქვეყნიდან!!! საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაცია შედის ამ საერთაშორისო ჩერლიდინგის საბჭოში.

    ასევე ევროპულ კავშირში (European Cheer Union (ECU) , მის შემადგენლობაშია ევროპის 34 ქვეყანა. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატმა შეკრიბა 3000 ჩერლიდერი 21 ქვეყნიდან! ევროპაში ამაზე მსხვილი ჩემპიონატი არ არსებობს.

     

                                  ჩერლიდინგი საქართველოში

  • საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაცია დაარსდა 2009 წელს;
  • საქართველოს ჩერლიდინგის ეროვნული ფედერაცია შედის მსოფლიო და ევროპულ უმსხვილეს სპორტულ სტრუქტურებში:
  •  2014 წლიდან ფედერაცია აქტიურად ჩაერთო ქვეყნის მასშტაბით სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში;
  •  დღეს, ფედერაცია 100 -ზე მეტ წევრსა და  4 000 -მდე  სპორტსმენს ითვლის.
  • 2016 წლის, 6 დეკემბერს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აღიარა ჩერლიდინგის საერთაშორისო ფედერაცია.
  •                 ჩატარებული ღონისძიებები საქართველოში

  • მონაწილეობა: კალათბურთის , მინიფეხბურთის ჩემპიონატებში, მარათონი - მსოფლიო გარბენი, ოლიმპიელთა ოფიციალური დაჯილდოების ცერემონია, სპორტის საერთაშორისო დღე, სასკოლო სპორტული ოლიმპიადები, ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატები, თბილისი მარათონი და სხვა;
  • ქართველი ჩერლიდერები ასევე მონაწილეობენ საზღვრებს გარეთ გამართულ საერთაშორისო    ოლიმპიადებში ,მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში .
  • ჩერლიდინგი  ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

    შედეგები

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო