ქართული
სპორტი
 
 
ფარიკაობა
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში ფარიკაობის ხელოვნებას უძველესი დროიდან იცნობდნენ და უმთავრესად სამხედრო საქმეში იყენებდნენ. ხევსურეთში დღემდეა შემორჩენილი ფარიკაობის ორიგინალური სტილი, რომელიც გამოირჩევა პირდაპირი საბრძოლო დგომით, შეტევითი და თავდაცვითი ილეთების მრავალფეროვნებით, ფარითა და ხმლით მოქმედების სინქრონულობით. ხევსურულისგან არსებითად განსხვავებულია ე.წ. კლასიკური ფარიკაობა. 

საქართველოში ფარიკაობის სასწავლო ჯგუფი XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოაყალიბა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის ავსტრიელმა პედაგოგმა, რუსეთის ქვეშევრდომმა რუდოლფ ვაისმა. 1887 წელს ფარიკაობას თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსწავლეებიც გაეცნენ, 1894 წელს კი გადამდგარმა ოფიცერმა პეტრე სალტიკოვმა თბილისში დააარსა ფარიკაობის მოყვარულთა პირველი წრე. მანვე კომერციული მიზნით 1900 წელს გახსნა საფარიკაო დარბაზი. მოგვიანებით თბილისს კიდევ ერთი დარბაზი შეემატა. აქ ძირითადად ვარჯიშობდა ოფიცრობა და საზოგადოების შეძლებული ფენა, რომელთა მიზანი იყო გართობა და არა შეჯიბრებებში მონაწილეობა.

საქართველოს მოფარიკავეები სსრკ ჩემპიონატში 1944 წელს ჩაებნენ, პირველი ოქროს მედლები კი 1948 წელს მოიპოვეს (დაშნა, გუნდური – გიგა ერისთავი; ხმალი, გუნდური – ალექსანდრე ბათმანოვი). 1949 წელს საკავშირო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა. ხმლით მოფარიკავეთა პირადი ტურნირი თბილისელმა ალექსანდრე ადაროვმა მოიგო. სპორტის ოსტატის ნორმატივი პირველებმა შეასრულეს კაცებში ოთარ დიდებულიძემ და ბორის ბონდარევმა (1941), ქალებში – იზოლდა ესაიაშვილმა (1958).

1950-იან წლებში თბილისში რამდენიმე საფარიკაო ცენტრი შეიქმნა, მათ შორის არმიის სპორტულ კლუბში, სპორტსაზოგადოება “დინამოსა” და ფიზკულტურის ინსტიტუტში. აქ მუშაობდნენ შემდგომში სახელოვანი მწვრთნელები: ლევ გოლოვნია, აკაკი მეიფარიანი, ანატოლი ფიოდოროვი. ფარიკაობამ ფეხი მოიკიდა ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, გაგრაში, ზესტაფონსა და რუსთავში, გაიხსნა სპეციალიზებული სპორტული სკოლა და ფარიკაობის ჯგუფები კომპლექსურ სპორტულ სკოლებში. ფარიკაობის მიმდევართა წრე ისე გაფართოვდა, რომ ოსტატის ნორმატივს ყოველწლიურად 10-15 სპორტსმენი ასრულებდა. მათგან საუკეთესოებს სსრკ ნაკრებში იწვევდნენ. ამ გუნდის შემადგენლობაში პირველ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დაშნით მოფარიკავე გურამ კოსტავამ, რომელმაც  1959 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ორი წლის შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ქართველთაგან პირველმა ასევე კოსტავამ მიიღო ოლიმპიური მედალიც (ბრინჯაო, 1960), ოლიმპიური ჩემპიონობა კი ნუგზარ ასათიანმა მოიპოვა (1964 – ხმალი, გუნდური).

1960-იანი წლები ყველაზე წარმატებული გამოდგა ქართული ფარიკაობისთვის. კოსტავასა და ასათიანის გარდა, მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს იური ოსიპოვმა, რევაზ ცირეკიძემ, მორის სახვაძემ, გურამ ლორთქიფანიძემ, ძმებმა გიორგი, კოტე და არჩილ გოგელიებმა. ამ თაობის მოფარიკავეებს ავარჯიშებდნენ საქვეყნოდ ცნობილი მწვრთნელები: ტრიფონ მესხი, სიმონ საყვარელიძე, შოთა დარასელია. მოგვიანებით უმაღლესი სპორტული ტიტულები დაიმსახურა  რაპირისტმა ვლადიმერ აფციაურმა (მწვრთნელები – მალხაზ გაბუნია, სიმონ აჯიმამუდოვი). მან სსრკ ნაკრებთან ერთად ჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (1982), შემდეგ კი სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა.
დამოუკიდებლობის წლებში საქართველოში ფარიკაობის განვითარება შეფერხდა და წარმატებებმაც იკლო.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 27 ივნისს. 1992 წლის 7 ივნისიდან ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციისა (FIE) და ევროპის ფარიკაობის კავშირის (UEF) წევრია. პრეზიდენტი: არჩილ გოგელია (1991-?),  ზაზა მჭედლიძე (დღემდე).

    შედეგები
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2024, პარიზი, საფრანგეთი
    გვანცა ზადიშვილი რაპირა - გუნდური - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2024, პარიზი, საფრანგეთი
    გვანცა ზადიშვილი ხმალი - გუნდური - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2024, პარიზი, საფრანგეთი
    ნინო თიბილაშვილი გუნდური - რააპირა - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2024, პარიზი, საფრანგეთი
    ნინო თიბილაშვილი გუნდური - ხმალი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2024, პარიზი, საფრანგეთი
    ირმა ხეცურიანი გუნდური - რაპირა - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2024, პარიზი, საფრანგეთი
    ირმა ხეცურიანი გუნდური - ხმალი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2024, პარიზი, საფრანგეთი
    საქართველოს ნაკრები რაპირა - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2024, პარიზი, საფრანგეთი
    ირმა ხეცურიანი რაპირა - B კატეგორია - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2024, პარიზი, საფრანგეთი
    საქართველოს ნაკრები ხმალი - გუნდური - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2024, პარიზი, საფრანგეთი
    ნინო თიბილაშვილი ხმალი - A კატეგორია - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2024, პარიზი, საფრანგეთი
    ირმა ხეცურიანი ხმალი - B კატეგორია - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი 2024, თბილისი, საქართველო
    სანდრო ბაზაძე ხმალი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - გრან პრი ტუნისი 2024, ტუნისი, ტუნისი
    სანდრო ბაზაძე ხმალი - მესამე ადგილი
    ფიგურული ციგურაობა - ევროპის ჩემპიონატი 2024, კაუნასი, ლიეტუვა
    ანასტასია გუბანოვა ქალთა ერთეულები - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2024, კარდიფი, დიდი ბრიტანეთი
    ნინო თიბილაშვილი ხმალი - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2024, კარდიფი, დიდი ბრიტანეთი
    ირმა ხეცურიანი ხმალი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, ნაკონ რაჩასიმა, ტაილანდი
    ირმა ხეცურიანი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, ნაკონ რაჩასიმა, ტაილანდი
    ნინო თიბილაშვილი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2023, ტერნი, იტალია
    გვანცა ზადიშვილი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2023, ტერნი, იტალია
    ირმა ხეცურიანი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, ბუსანი, სამხრეთ კორეა
    ირმა ხეცურიანი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, ბუსანი, სამხრეთ კორეა
    ნინო თიბილაშვილი - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, ბუსანი, სამხრეთ კორეა
    ნინო თიბილაშვილი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2023, მილანი, იტალია
    სანდრო ბაზაძე ხმალი - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, ვარშავა, პოლონეთი
    ირმა ხეცურიანი - მეორე ადგილი
    ევროპული თამაშები 2023 - კრაკოვი, პოლონეთი
    სანდრო ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2023, პლოვდივი, ბულგარეთი
    სანდრო ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, მადრიდი, ესპანეთი
    სანდრო ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, სეული, სამხრეთ კორეა
    სანდრო ბაზაძე ხმალი - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, ნიმი, საფრანგეთი
    ირმა ხეცურიანი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    სანდრო ბაზაძე ხმალი - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, პიზა, იტალია
    გვანცა ზადიშვილი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, პიზა, იტალია
    ნინო თიბილაშვილი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, პიზა, იტალია
    ირმა ხეცურიანი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, პიზა, იტალია
    საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, ვაშინგტონი, ა.შ.შ.
    ნინო თიბილაშვილი - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, ვაშინგტონი, ა.შ.შ.
    ირმა ხეცურიანი - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2023, ვაშინგტონი, ა.შ.შ.
    ირმა ხეცურიანი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - გრან პრი ტუნისი 2023, ტუნისი, ტუნისი
    სანდრო ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2022, ვარშავა, პოლონეთი
    საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2022, ვარშავა, პოლონეთი
    ნინო თიბილაშვილი - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2022, ვარშავა, პოლონეთი
    ნინო თიბილაშვილი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2022, ვარშავა, პოლონეთი
    ირმა ხეცურიანი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი 2022, ალჟირი, ალჟირი
    სანდრო ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2022, ქაირო, ეგვიპტე
    სანდრო ბაზაძე ხმალი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2022, ანტალია, თურქეთი
    სანდრო ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი 2022, მადრიდი, ესპანეთი
    სანდრო ბაზაძე ხმალი - მესამე ადგილი
    პარალიმპიური თამაშები 2021, ტოკიო, იაპონია
    ნინო თიბილაშვილი - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1984, ტალინი, ესტონეთი
    ვლადიმერ აფციაური - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1968, ტალინი, ესტონეთი
    გურამ კოსტავა - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1968, ტალინი, ესტონეთი
    გურამ კოსტავა - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1967, მოსკოვი, რუსეთი
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1964, მინსკი, ბელარუსი
    გურამ კოსტავა - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1962, კიევი, უკრაინა
    გურამ კოსტავა - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1961, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    რევაზ ცირეკიძე - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1958, მოსკოვი, რუსეთი
    რევაზ ცირეკიძე - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1957, ვოროშილოვგრადი (ლუგანსკი), უკრაინა
    რევაზ ცირეკიძე - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1968, ტალინი, ესტონეთი
    ნუგზარ ასათიანი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1967, მოსკოვი, რუსეთი
    ნუგზარ ასათიანი - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1966, მოსკოვი, რუსეთი
    ნუგზარ ასათიანი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1984, ტალინი, ესტონეთი
    ვლადიმერ აფციაური - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1961, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    გურამ კოსტავა - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1961, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    გურამ კოსტავა - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1964, მინსკი, ბელარუსი
    ნუგზარ ასათიანი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1962, კიევი, უკრაინა
    ნუგზარ ასათიანი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1962, კიევი, უკრაინა
    ნუგზარ ასათიანი - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1961, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    ნუგზარ ასათიანი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1957, ვოროშილოვგრადი (ლუგანსკი), უკრაინა
    რევაზ ცირეკიძე - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1960, სარატოვი, რუსეთი
    გურამ კოსტავა - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1960, სარატოვი, რუსეთი
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1955, ლვოვი, უკრაინა
    რევაზ ცირეკიძე - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1960, სარატოვი, რუსეთი
    ნუგზარ ასათიანი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1958, მოსკოვი, რუსეთი
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1957, ვოროშილოვგრადი (ლუგანსკი), უკრაინა
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1958, მოსკოვი, რუსეთი
    ნუგზარ ასათიანი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1955, ლვოვი, უკრაინა
    რევაზ ცირეკიძე - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1949, თბილისი, საქართველო
    ალოიზ ადაროვი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, ლატვია
    ლუკა ღაღანიძე - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - 23 წლამდელებს შორის ევროპის თასი 2012, თბილისი, საქართველო
    მიხეილ მარდალეიშვილი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - 23 წლამდელებს შორის ევროპის თასი 2012, თბილისი, საქართველო
    ბექა ბაზაძე ხმალი - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - 23 წლამდელებს შორის ევროპის თასი 2012, თბილისი, საქართველო
    სანდრო ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2012, ბრატისლავა, სლოვაკეთი
    ბექა ბაზაძე ხმალი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი 2012, იტალია
    ბექა ბაზაძე ხმალი - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2013, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    სანდრო ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2014, თბილისი, საქართველო
    საქართველოს ნაკრები - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2014, თბილისი, საქართველო
    სანდრო ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - საერთაშორისო ტურნირი 2014, ბურსა, თურქეთი
    ნიკა შენგელია - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - საერთაშორისო ტურნირი 2014, ბურსა, თურქეთი
    ბექა ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - ახალგაზრდებს შორის ევროპის თასი 2015, მოსკოვი, რუსეთი
    ნიკა შენგელია - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი 2022, თბილისი, საქართველო
    სანდრო ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი 2016, სტამბოლი, თურქეთი
    მიხეილ მარდალეიშვილი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი 2016, სტამბოლი, თურქეთი
    სანდრო ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი 2016, სტამბოლი, თურქეთი
    ბექა ბაზაძე ხმალი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - ევროპის თასი 2016, პადოვა, იტალია
    საქართველოს ნაკრები - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - 23 წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2017, პოლონეთი
    ნინო თიბილაშვილი - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - 23 წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2017, პოლონეთი
    ნინო თიბილაშვილი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასი 2017, ნიდერლანდები
    ირმა ხეცურიანი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასი 2017, ნიდერლანდები
    ირმა ხეცურიანი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2017, პოლონეთი
    ირმა ხეცურიანი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2017, ნიდერლანდები
    ნინო თიბილაშვილი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2017, ნიდერლანდები
    ირმა ხეცურიანი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2017, პიზა, იტალია
    ირმა ხეცურიანი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2017, პიზა, იტალია
    ნინო თიბილაშვილი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2017, პიზა, იტალია
    ირმა ხეცურიანი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2017, უნგრეთი
    ნინო თიბილაშვილი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2017, უნგრეთი
    ირმა ხეცურიანი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - გრან პრი მონრეალი 2020, მონრეალი, კანადა
    სანდრო ბაზაძე ხმალი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2017, მინსკი, ბელარუსი
    საქართველოს ნაკრები - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2017, მინსკი, ბელარუსი
    ლუკა ღაღანიძე - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2019, პოლონეთი
    ირმა ხეცურიანი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი (სატელიტი) 2019, თბილისი, საქართველო
    თეოდორა კახიანი - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი (სატელიტი) 2019, თბილისი, საქართველო
    სანდრო ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2018, თბილისი, საქართველო
    ირმა ხეცურიანი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, ტერნი, იტალია
    ნინო თიბილაშვილი - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, ტერნი, იტალია
    ირმა ხეცურიანი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2018, ვარშავა, პოლონეთი
    ირმა ხეცურიანი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2018, მონრეალი, კანადა
    ნინო თიბილაშვილი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2018, მონრეალი, კანადა
    ნინო თიბილაშვილი - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2018, მონრეალი, კანადა
    ირმა ხეცურიანი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2018, მონრეალი, კანადა
    ირმა ხეცურიანი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2018, მონრეალი, კანადა
    საქართველოს ნაკრები - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2018, პიზა, იტალია
    ირმა ხეცურიანი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2018, პიზა, იტალია
    ირმა ხეცურიანი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2018, ეგერი, უნგრეთი
    ნინო თიბილაშვილი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2018, ეგერი, უნგრეთი
    ირმა ხეცურიანი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2018, ეგერი, უნგრეთი
    ირმა ხეცურიანი - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2018, ერევანი, სომხეთი
    ნიკა შენგელია - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - 23 წლამდელებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2018, ჩეხეთი
    ლუკა ღაღანიძე - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - საერთაშორისო ტურნირი 2018, თბილისი, საქართველო
    მიხეილ მარდალეიშვილი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - საერთაშორისო ტურნირი 2018, თბილისი, საქართველო
    სანდრო ბაზაძე ხმალი - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - საერთაშორისო ტურნირი 2019, საფრანგეთი
    გვანცა ზადიშვილი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - საერთაშორისო ტურნირი 2019, საფრანგეთი
    გვანცა ზადიშვილი - მეორე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2019, სან პაულუ, ბრაზილია
    ნინო თიბილაშვილი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - საერთაშორისო ტურნირი 2019, საფრანგეთი
    ნინო თიბილაშვილი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - საერთაშორისო ტურნირი 2019, საფრანგეთი
    ნინო თიბილაშვილი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - 23 წლამდელებს შორის მსოფლიო თასი 2019, აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
    ნინო თიბილაშვილი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2019, სან პაულუ, ბრაზილია
    ირმა ხეცურიანი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - საერთაშორისო ტურნირი 2019, საფრანგეთი
    ირმა ხეცურიანი - მესამე ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2019, პიზა, იტალია
    ირმა ხეცურიანი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - 23 წლამდელებს შორის მსოფლიო თასი 2019, აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
    ნინო თიბილაშვილი - პირველი ადგილი
    პარაფარიკაობა - მსოფლიო თასი 2019, აბუ დაბი, დუბაი
    ირმა ხეცურიანი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი (სატელიტი) 2019, პლოვდივი, ბულგარეთი
    ლიკა ჯიჯეიშვილი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი (სატელიტი) 2019, პლოვდივი, ბულგარეთი
    სანდრო ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო თასი 2019, ტაშკენტი, უზბეკეთი
    მაია გუჩმაზოვა - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2019, დიუსელდორფი, გერმანია
    სანდრო ბაზაძე ხმალი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - საერთაშორისო ტურნირი (სატელიტი) 2019, პლოვდივი, ბულგარეთი
    სანდრო ბაზაძე ხმალი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემიონატი 2019, ფოჯია, იტალია
    რომან ბადრიძე - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - გრან პრი ქაირო 2019, ქაირო, ეგვიპტე
    სანდრო ბაზაძე ხმალი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2018, ნოვი-სადი, სერბეთი
    სანდრო ბაზაძე ხმალი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1962, ბუენოს-აირესი, არგენტინა
    იური ოსიპოვი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2017, თბილისი, საქართველო
    სანდრო ბაზაძე ხმალი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - ევროპის ჩემპიონატი 2017, თბილისი, საქართველო
    თეოდორა კახიანი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1967, მონრეალი, კანადა
    გურამ კოსტავა - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1966, მოსკოვი, სსრკ
    გურამ კოსტავა - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1965, პარიზი, საფრანგეთი
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1965, პარიზი, საფრანგეთი
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1963 გდანსკი, პოლონეთი
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1963 გდანსკი, პოლონეთი
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1961, ტურინი, იტალია
    გურამ კოსტავა - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1959, ბუდაპეშტი, უნგრეთი
    გურამ კოსტავა - მეორე ადგილი
    ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები 1960, რომი, იტალია
    გურამ კოსტავა - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1962, ბუენოს-აირესი, არგენტინა
    ნუგზარ ასათიანი - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1966, მოსკოვი, სსრკ
    ნუგზარ ასათიანი - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1965, პარიზი, საფრანგეთი
    ნუგზარ ასათიანი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1963 გდანსკი, პოლონეთი
    ნუგზარ ასათიანი - მეორე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1961, ტურინი, იტალია
    ნუგზარ ასათიანი - მეორე ადგილი
    ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია
    ნუგზარ ასათიანი - პირველი ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1990, ლიონი, საფრანგეთი
    ვლადიმერ აფციაური - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1985, ბარსელონა, ესპანეთი
    ვლადიმერ აფციაური - მესამე ადგილი
    ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1982, რომი, იტალია
    ვლადიმერ აფციაური - პირველი ადგილი
    ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა
    ვლადიმერ აფციაური - პირველი ადგილი

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო