ქართული
სპორტი
 
სპორტული ტანვარჯიში
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში სპორტული ტანვარჯიშის შემოსვლის თარიღად უნდა მივიჩნიოთ 1889 წელი, როცა თბილისის გიმნაზიების დირექციამ პრაღის სატანვარჯიშო საზოგადოება "სოკოლის" მესვეურებს თხოვნით მიმართა ტანვარჯიშის კვალიფიციური მასწავლებლის მოვლინების თაობაზე. იმავე წელს თბილისში ჩამოვიდა ჩეხი პედაგოგი იულეს გრუმლეკი. დაარსდა "თბილისის ტანვარჯიშის საზოგადოება" (აერთიანებდა 33 წევრს), რომელსაც "სოკოლი" მხოლოდ 1907 წელს ეწოდა. სწორედ სოკოლელთა მოღვაწეობას უკავშირდება XIX საუკუნის მიწურულსა და XX-ის დასაწყისში ტანვარჯიშის მასობრივი განვითარება საქართველოში. ამ საქმეში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ჩეხ ანტონ ლუკეშს, რომელსაც ცნობილი ქართველი ტანმოვარჯიშე და პედაგოგი გიორგი ეგნატაშვილი საქართველოში ტანვარჯიშის ფუძემდებლად მიიჩნევდა. ლუკეში 1896 წელს ჩამოვიდა პრაღიდან, თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ტანვარჯიშის მასწავლებლად დაინიშნა და შემდგომი 23 წლის განმავლობაში მეთაურობდა ტანვარჯიშულ მოძრაობას. მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა სპორტული ჯგუფები, ტანვარჯიშის მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსები, 1907 წელს კი მოეწყო პირველი საერთაშორისო გასვლა პრაღაში, სრულიად "სოკოლის" V შეკრებაზე (მოფრენი). აქ თბილისის ტანმოვარჯიშეებმა მეორე ჯგუფის გუნდებს შორის I ადგილი დაიკავეს, პირად შეჯიბრებაში კი გიორგი ეგნატაშვილი 1800 მონაწილეს შორის მე-11 იყო. პრაღის მორიგ, VI შეკრებაზე (1912) დაბალი თანრიგის გუნდების შეჯიბრებაში კვლავ ქართველებმა გაიმარჯვეს. პირად შეჯიბრებაში 2000 მონაწილეს შორის XV ადგილზე გავიდა პეტერბურგის სახელით მოასპარეზე გიორგი ნიკოლაძე, რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1918) აქტიურად ჩაება ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში. პრაღაში მოპოვებულმა წარმატებამ ახალი სტიმული მისცა ტანვარჯიშის გავრცელებას არა მარტო თბილისში, არამედ - ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, სოხუმში, ახალციხეში, თელავში, ხონში, ზესტაფონსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში 1912-14 წლებში მასწავლებლობდა ჩეხი ბლაჟეკი, ბათუმში - ვაცლავ კოუბა (1910-14), რომელმაც ქართველ ენთუზიასტებთან ერთად 1913 წელს "სოკოლის" 100-წევრიანი საზოგადოება ჩამოაყალიბა.
1917 წელს გაიოზ ბერელაშვილმა და დათა ჯავრიშვილმა თბილისში დააფუძნეს ტანვარჯიშული საზოგადოება "ამირანი". მოგვიანებით, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ, "სოკოლისა" და "ამირანის" ხელმძღვანელებმა მხარი დაუჭირეს გიორგი ნიკოლაძის წინადადებას გაერთიანების საფუძველზე მთავრობისგან დამოუკიდებელი ტანვარჯიშული საზოგადოების - "შევარდენის" დაარსების თაობაზე. "შევარდენი" შეიქმნა 1918 წლის 25 აგვისტოს და 1922 წლის 3 ნოემბრამდე იარსება. იმ დროისთვის მისი 15 ორგანიზაცია 10 ათასამდე წევრს აერთიანებდა. საზოგადოების აქტიური წევრები იყვნენ არჩილ ბაქრაძე, ვანო და გიორგი ბერიძეები, გიორგი ეგნატაშვილი, ირაკლი ლორთქიფანიძე, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი მერკვილაძე, გიორგი ლაზარაშვილი და სხვები. გიორგი ნიკოლაძის მეთაურობით "შევარდენმა" ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოასწრო. საზოგადოების წევრებმა შეადგინეს ტანვარჯიშის ქართული ტერმინოლოგია, გამოსცეს სპეციალური ლიტერატურა. მოგვიანებით ტანვარჯიშული ჯგუფი გაიხსნა "პიშჩევიკის", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, 31-ე საავიაციო ქარხნისა და სხვა დარბაზებში. ამ დარგის სპეციალისტები მოგზაურობდნენ რეგიონებში, არჩევდნენ ნიჭიერ ბავშვებს და დასაოსტატებლად თბილისში ჩამოჰყავდათ. საბჭოთა პერიოდში პირველებმა გაითქვეს სახელი გულო რცხილაძემ, გიორგი ბაბილოძემ, ალექსანდრე ჯორჯაძემ, პავლე როინიშვილმა, ნიკოლოზ თაყაიშვილმა და სხვებმა. ამ თაობის ტანმოვარჯიშეებს 1930-იან წლებში არაერთხელ გაუმარჯვიათ საკავშირო შეჯიბრებებში, 1932-34 წლებში სსრ კავშირის სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი იყო გულო რცხილაძე. საერთაშორისო სარბიელზე მათი გზა ღირსეულად გააგრძელეს მომდევნო თაობების წარმომადგენლებმა. პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა მედეა (მზია) ჯუღელმა, რომელმაც 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებში სსრკ ნაკრებთან ერთად ოქროსა (გუნდური პირველობა) და ვერცხლის (საგნით ჯგუფური ვარჯიში) მედლები დაისაკუთრა. მსოფლიოს ჩემპიონები იყვნენ გალინა შარაბიძე, სერგო ჯაიანი, რუსუდან სიხარულიძე და ნინა დრონოვა. მაღალი ოსტატობით გამოირჩეოდნენ რაისა ზაალიშვილი, დონარა ჯანუყაშვილი, მიხეილ ბოგუსი, ნოდარ მაკალათია, მზია ნინოშვილი, როზა ბერიკაშვილი და სხვები. 1970-იან წლებში სსრკ რვაგზის ჩემპიონი იყო პაატა შამუგია, რომელმაც 1975 წელს მსოფლიოს თასი მოიპოვა, მსოფლიოს ჩემპიონატში კი ვერცხლის მედალი მოიგო. ქართველ ტანმოვარჯიშე კაცთა შორის ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ვლადიმერ გოგოლაძემ - სსრკ ნაკრებთან ერთად 1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 1 ივნისს. 1992 წლის 18 ივლისიდან ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციისა (FIG) და ევროპის ტანვარჯიშის კავშირის (UEG) წევრია. პრეზიდენტები: ანზორ ღონღაძე (1991-04), რუსუდან სიხარულიძე (2004-?), კონსტანდინე ლაშხი (დღემდე).

    შედეგები
    ევროპის ჭაბუკთა ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალი 2023, მარიბორი, სლოვენია
    დაჩი დოლიძე - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1989, ვოლგოგრადი, რუსეთი
    ვლადიმერ გოგოლაძე - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1988, მოსკოვი, რუსეთი
    ვლადიმერ გოგოლაძე - მესამე ადგილი

    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1985, მოსკოვი, რუსეთი
    ეკა ზეთურიძე - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1983, მოსკოვი, რუსეთი
    ა. ბაბასიანი - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1980, კიევი, უკრაინა
    მალხაზ თათარაძე - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1978, დონეცკი, უკრაინა
    მალხაზ თათარაძე - პირველი ადგილი

    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1977, მინსკი, ბელარუსი
    პაატა შამუგია - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1973, თბილისი, საქართველო
    ნინა დრონოვა - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1975, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    ვახტანგ კევლიშვილი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1975, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    პაატა შამუგია - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1975, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    პაატა შამუგია - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1974, ვილნიუსი, ლიეტუვა
    რუსუდან სიხარულიძე - პირველი ადგილი

    რუსუდან სიხარულიძე - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1974, ვილნიუსი, ლიეტუვა
    პაატა შამუგია - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1974, ვილნიუსი, ლიეტუვა
    პაატა შამუგია - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1973, თბილისი, საქართველო
    ნინა დრონოვა - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1973, თბილისი, საქართველო
    პაატა შამუგია - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1973, თბილისი, საქართველო
    პაატა შამუგია - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატ (გაერთიანებული)( 1971, მოსკოვი, რუსეთი
    ამირან ნოზაძე - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1967, მოსკოვი, რუსეთი
    იური ნინოშვილი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1966, მოსკოვი, რუსეთი
    ალექსანდრა ჯანუყაშვილი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1961, მოსკოვი, რუსეთი
    რევაზ კაჭახიძე - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1939, კიევი, უკრაინა
    ალექსანდრე ჯორჯაძე - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1959, მოსკოვი, რუსეთი
    მიხეილ ბოგუსი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1955, სტალინგრადი (ვოლგოგრადი), რუსეთი
    მედეა (მზია) ჯუღელი - პირველი ადგილი

    სერგო ჯაიანი - მეორე ადგილი

    რევაზ შარაბიძე - მეორე ადგილი

    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი 1954
    გალინა შარაბიძე (მინაიჩევა) - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი 1954
    მედეა (მზია) ჯუღელი - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე 1953, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი

    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1952, სვერდლოვსკი (ეკატერინბურგი), რუსეთი
    მედეა (მზია) ჯუღელი - მეორე ადგილი

    მედეა (მზია) ჯუღელი - მესამე ადგილი

    გალინა შარაბიძე (მინაიჩევა) - პირველი ადგილი

    რევაზ შარაბიძე - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1951, თბილისი, საქართველო
    მედეა (მზია) ჯუღელი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1951, თბილისი, საქართველო
    მედეა (მზია) ჯუღელი - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1951, თბილისი, საქართველო
    შოთა ჩაჩხიანი - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1951, თბილისი, საქართველო
    სერგო ჯაიანი - მესამე ადგილი

    ნიკოლოზ თაყაიშვილი - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1951, თბილისი, საქართველო
    სერგო ჯაიანი - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1951, თბილისი, საქართველო
    საქართველოს ნაკრები - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1950, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    მედეა (მზია) ჯუღელი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1950, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    თორნიკე სანებლიძე - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1950, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    ნიკოლოზ თაყაიშვილი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1949, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    რაისა ზაალიშვილი - მეორე ადგილი

    ალექსანდრე ჯორჯაძე - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1948, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    რაისა ზაალიშვილი - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1948, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    ნიკოლოზ თაყაიშვილი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1948, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    მიხაილ კასიანიკი - მესამე ადგილი

    ნიკოლოზ თაყაიშვილი - პირველი ადგილი

    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი 1947
    მედეა (მზია) ჯუღელი - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1946, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    რაისა ზაალიშვილი - პირველი ადგილი

    ალექსანდრე ჯორჯაძე - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1946, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    მიხაილ კასიანიკი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1946, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    ნიკოლოზ თაყაიშვილი - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (ცალკეულ იარაღზე) 1946, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
    ნიკოლოზ თაყაიშვილი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1945, მოსკოვი, რუსეთი
    რაისა ზაალიშვილი - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1944, მოსკოვი, რუსეთი
    რაისა ზაალიშვილი - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1944, მოსკოვი, რუსეთი
    რაისა ზაალიშვილი - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1944, მოსკოვი, რუსეთი
    მიხაილ კასიანიკი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1944, მოსკოვი, რუსეთი
    ნიკოლოზ თაყაიშვილი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1943, მოსკოვი, რუსეთი
    ალექსანდრე ჯორჯაძე - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1939, კიევი, უკრაინა
    ალექსანდრე ჯორჯაძე - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1940, მოსკოვი, რუსეთი
    გიორგი ბაბილოძე - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1939, კიევი, უკრაინა
    ალექსანდრე ჯორჯაძე - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1939, კიევი, უკრაინა
    გიორგი ბაბილოძე - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1939, კიევი, უკრაინა
    ალექსანდრე ჯორჯაძე - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1939, კიევი, უკრაინა
    ნიკოლოზ თაყაიშვილი - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - სსრკ ჩემპიონატი (გაერთიანებული) 1939, კიევი, უკრაინა
    ალექსანდრე ჯორჯაძე - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2012, რუსეთი
    საქართველოს ნაკრები - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2014, რიგა, ლატვია
    იოანე ჯიმშელეიშვილი - პირველი ადგილი

    ბიძინა სიჭინავა - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2014, რიგა, ლატვია
    პაატა ნოზაძე - მესამე ადგილი

    პაატა ნოზაძე - მეორე ადგილი
    ევროპის ჭაბუკთა ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალი 2015, თბილისი, საქართველო
    დიმიტრი გოვოროვი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, ბათუმი, საქართველო
    მაგდა რობაქიძე - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, ბათუმი, საქართველო
    გიორგი სიჭინავა - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2015, კოტბუსი, გერმანია
    ნატო ძიძიგური - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, რიგა, ლატვია
    საბა აბესაძე - მესამე ადგილი

    იოანე ჯიმშელეიშვილი - მესამე ადგილი

    იოანე ჯიმშელეიშვილი - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, რიგა, ლატვია
    იოანე ჯიმშელეიშვილი - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2015, რიგა, ლატვია
    მაგდა რობაქიძე - პირველი ადგილი

    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2015, რიგა, ლატვია
    ნოდარ ლიონიძე - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2015, რიგა, ლატვია
    პაატა ნოზაძე - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2015, რიგა, ლატვია
    პაატა ნოზაძე - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2015, რიგა, ლატვია
    ნატო ძიძიგური - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2015, რიგა, ლატვია
    ნატო ძიძიგური - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2015, რიგა, ლატვია
    ნატო ძიძიგური - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2015, რიგა, ლატვია
    ნატო ძიძიგური - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2016, ბელარუსი
    ბიძინა სიჭინავა - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, ბელარუსი
    დაჩი დოლიძე - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, უკრაინა
    მარიამ ფერაძე - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2017, უკრაინა
    ბიძინა სიჭინავა - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2018, ბელარუსი
    დაჩი დოლიძე - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2018, ბელარუსი
    დაჩი დოლიძე - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2018, ბელარუსი
    დაჩი დოლიძე - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2018, ბელარუსი
    დაჩი დოლიძე - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2018, უკრაინა

    სპორტული ტანვარჯიში - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2018, ლატვია
    ანი გობაძე - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2018, ბელარუსი
    ბიძინა სიჭინავა - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2018, რუსეთი
    კონსტანტინ კუზოვკოვი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2018, ბაქო, აზერბაიჯანი
    კონსტანტინ კუზოვკოვი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2018, ბელარუსი
    საბა აბესაძე - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, მინსკი, ბელარუსი
    დაჩი დოლიძე - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, მინსკი, ბელარუსი
    დაჩი დოლიძე - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო ტურნირი 2019, მინსკი, ბელარუსი
    ანი გობაძე - მესამე ადგილი

    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2019, კიევი, უკრაინა
    იოანე ჯიმშელეიშვილი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2019, მინსკი, ბელარუსი
    იოანე ჯიმშელეიშვილი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2019, მინსკი, ბელარუსი
    ბიძინა სიჭინავა - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2019, მინსკი, ბელარუსი
    ლევან სხილაძე - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2019, მინსკი, ბელარუსი
    კონსტანტინ კუზოვკოვი - მეორე ადგილი

    ვიტალი არსენიევი - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2019, მინსკი, ბელარუსი
    საბა აბესაძე - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - საერთაშორისო ტურნირი 2019, მინსკი, ბელარუსი
    საბა აბესაძე - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1954, რომი იტალია
    გალინა შარაბიძე (მინაიჩევა) - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1954, რომი იტალია
    გალინა შარაბიძე (მინაიჩევა) - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1954, რომი იტალია
    სერგო ჯაიანი - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1954, რომი იტალია
    სერგო ჯაიანი - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1974, ვარნა, ბულგარეთი
    ნინა დრონოვა - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1974, ვარნა, ბულგარეთი
    პაატა შამუგია - მეორე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1974, ვარნა, ბულგარეთი
    რუსუდან სიხარულიძე - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1974, ვარნა, ბულგარეთი
    რუსუდან სიხარულიძე - პირველი ადგილი
    მხატვრული ტანვარჭიში - მსოფლიო ჩემპიონატი 1979, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
    ირინა გაბაშვილი - მესამე ადგილი
    ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი
    მედეა (მზია) ჯუღელი - მეორე ადგილი
    ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი
    მედეა (მზია) ჯუღელი - პირველი ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ევროპის ჩემპიონატი 1985, ნორვეგია, ოსლო
    ვლადიმერ გოგოლაძე - მესამე ადგილი
    სპორტული ტანვარჯიში - ევროპის ჩემპიონატი 1985, ნორვეგია, ოსლო
    ვლადიმერ გოგოლაძე - მესამე ადგილი
    ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა
    ვლადიმერ გოგოლაძე - პირველი ადგილი

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო