ქართული
სპორტი
 
 
ნიჩბოსნობა
სპორტის სახეობის აღწერა

წყალუხვ საქართველოში ხალხური ნიჩბოსნობა ოდითგანვე იყო განვითარებული, თუმცა სპორტული ნიჩბოსნობა შედარებით გვიან გავრცელდა. მობაიდარეთა პირველი სპორტული შეჯიბრება 1930 - იან  წლებში გაიმართა, როცა მცხეთაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წყალჯომარდობის სადგური აიგო. ეს სადგური მთელი დატვირთვით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  ამუშავდა.  ვლადიმერ რაზმაძემ, შაქრო  ხუბეროვმა და სხვა მცვრთნელებმა სპორტულ ჯგუფებში ბევრი ახალგაზრდაჩააბეს. მოგვიანებით, ასეთივე  ჯგუფები გაიხსნა თბილისში, ფოთში, რუსთავში, დუშეთში, სოხუმში, ბათუმსა და ქუთაისში. სსრკ ჩემპიონატებში პირველი მედლები მოიპოვეს გიორგი კაპანაძემ, არსენ ხუბეროვმა, ალექსანდრე არეშოვმა, ისაკ გიგაურმა, ვლადიმერ რაზმაძემ, პირველი ჩემპიონი კი მცხეთელი ვალენტინა სერედა გახდა  (1000 მ, ერთადგილიანი ბაიდარი, 1948). სხვადასხვა დროის ჩემპიონები იყვნენ: ფოთელები - ავერი მატკავა, ვიქტორ კრატასიუკი, ზურაბ ხოფერია, ნოდარ ჩარაევი, თამაზ ჩიტაია, მცხეთელი ჯიმშერ ხოშიბაევი. საერთაშორისო სარბიელზე თავი გამოიჩინა ავერი მატკავამ, რომელმაც 1965 წელს ევროპის ჩემპიონატში

 II ადგილი დაიკავა (ერთადგილიანი ბაიდარა). საქართველოს ნიჩბოსანთაგან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ფოთელმა ვიქტორ კრატასიუკმა, რომელმაც ნიკოლაი გორბაჩოვთან ერთად 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა (ორადგილიანი ბაიდარა)

რაც შეეხება ნიჩბოსნურ სლალომს , ამ სახეობის მიმდევრები საქართველოში 1970 -იანი წლების დასაწყისში გამოჩნდენ. მათ მალე აუღეს ალღო სპორტის ახალ სახეობას და 4 საკავშირო ჩემპიონატში 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. 1971 წელს პირველ გამარჯვებულთა შორის იყვნენ მცხეთელები - გიორგი ნასყიდაშვილი (ბაიდარა) და სულხან პერშოვი (კანოე).1973-74 წლებში ნასყიდაშვილმა  კიდევ ორი ჩემპიონატი მოიგო,  ერთხელ კი სსრკ თასის გათამაშებაშიც გაიმარჯვა. 1972 წელს ნასყიდაშვილი მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა და 37 მეტოქის შორის  31-ე ადგილზე გავიდა. იმავე წელს სსრკ ჩემპიონატში ოქროს მედლები მიიღეს  ვიტალი როსტიაშვილმა და ანა დემიანენკომ. 1973 წელს სსრ კავშირის თასი დაისაკუთრა ტარიელ გაბრიელიანმა.

უფრო ადრე 1950- იან წლებში, ლიტვიდან ჩამოიტანეს აკადემიური ნიჩბოსნობის ნავები თბილსსა და მცხეთაში პირველი სანიჩბოსნო ბაზები მოაწყვეს და სასწავლო ჯგუფები გახსნეს. მოგვიანებით ამ სახეობის  განვითარებისთვის  ხელსაყრელი პირობები  შეიქმნა ფოთში, ქუთაისში, რუსთავსა და აფხაზეთში. სსრ კავშირის ჩემპიომატში საქართველოს სპორტსმენები პირველად  1958 წელს გამოვიდნენ და ოთხი ეკიპაჟი საუკეთესოთა ათეულში მოხვდა.

1970 წელს საქართველოს ნაკრებს სათავეში ჩაუდგა მოსკოვიდან ჩამოყვანილი ცნობილი მწვრთნელი არკადი ნიკოლაევი, რომელიც გუნდს ხაფხულობით სიონში ამზადებდა, ზამთრობით კი - ფოთში . აკადემიურ ნიჩბოსნობაში წარმატებით მუშაობდნენ აგრეთვე ოთარ ბერელიძე , ვერა ყიფიანი, ოთარ ხომერიკი, აკაკი ხამხაძე და სხვა მწვრთნელები. 1971 წელს სსრკ ხალხთა სპარტაკიადაზე საქართველოს ეკიპაჟმა რვაადგილიანებში III ადგილი დაიკავა, გივი ნიკურაძე კი საბჭოთა ნაკრებში ჩაირიცხა და 1973 წელს ევროპის ჩემპიონატის  ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. 1973-76 წლებში ნიკურაძემ სამჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონობა,  1975 წელს კი ტემზაზე გამართულ ჰენდლეის (ინგლისი) ცნობილ რეგატაში მონაწილეობდა.  მაღალი ოსტატობით გამოირჩეოდნენ  ოლეგ  და  აკაკი ქაფიანიძეები, ნუგზარ პილიევი,      ოთარ ბერაძე და სხვები.  

    შედეგები
    ნიჩბოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2023, ტრაკაი, ლიეტუვა
    დავით ლაშქარეიშვილი ორადგილიანი ნავი - მესამე ადგილი
    ნიჩბოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2023, ტრაკაი, ლიეტუვა
    გიორგი კანთელაძე ორადგილიანი ნავი - მესამე ადგილი
    ნიჩბოსნობა - საერთაშორისო ტურნირი 2023, ტრაკაი, ლიეტუვა
    გიორგი კანთელაძე ერთადგიულიანი ნავი - პირველი ადგილი
    ნიჩბოსნობა - საერთაშორისო რეგატა მინგეჩაური 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ოთარ მოთიაშვილი - მესამე ადგილი
    ნიჩბოსნობა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო რეგატა მინგეჩაური 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ფარნაოზ კაპანაძე - პირველი ადგილი
    ნიჩბოსნობა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო რეგატა მინგეჩაური 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ცოტნე პირველაშვილი - პირველი ადგილი
    ნიჩბოსნობა - ჭაბუკებს შორის საერთაშორისო რეგატა მინგეჩაური 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ნოდარ მარტოლეკი - პირველი ადგილი
    ნიჩბოსნობა - საერთაშორისო რეგატა მინგეჩაური 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ნიკოლოზ კანდელაკი - მესამე ადგილი
    ნიჩბოსნობა - საერთაშორისო რეგატა მინგეჩაური 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ოთარ მოთიაშვილი - მესამე ადგილი
    ნიჩბოსნობა - 23 წლამდელებს შორის საერთაშორისო რეგატა 2016, მოსკოვი, რუსეთი
    გიორგი კანთელაძე - მესამე ადგილი
    ნიჩბოსნობა - ბლედის საერთაშორისო რეგატა 2019, ბლედი, სლოვენია
    თემურ ქანთარია - მესამე ადგილი
    ნიჩბოსნობა - ბლედის საერთაშორისო რეგატა 2019, ბლედი, სლოვენია
    თემურ ქანთარია - მეორე ადგილი
    ნიჩბოსნობა - ბლედის საერთაშორისო რეგატა 2019, ბლედი, სლოვენია
    საბა ქველაძე - მესამე ადგილი
    ნიჩბოსნობა - ბლედის საერთაშორისო რეგატა 2019, ბლედი, სლოვენია
    საბა ქველაძე - პირველი ადგილი
    ნიჩბოსნობა - საერთაშორისო რეგატა მინგეჩაური 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    გიორგი მარტოლეკი - მეორე ადგილი
    ნიჩბოსნობა - საერთაშორისო რეგატა მინგეჩაური 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    გიორგი კანთელაძე - მეორე ადგილი
    ნიჩბოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1973, მოსკოვი, სსრკ
    გივი ნიკურაძე - მესამე ადგილი
    ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ
    ვიქტორ კრატასიუკი - პირველი ადგილი

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო