ქართული
სპორტი
 
მაგიდის ჩოგბურთი
სპორტის სახეობის აღწერა

საქართველოში მაგიდის ჩოგბურთი XX საუკუნის დასაწყისში შემოვიდა, მაგრამ მასობრივად 1950-იანი წლებიდან განვითარდა, განსაკუთრებით – თბილისსა და ზღვისპირეთში. თავდაპირველად თამაშობდნენ გართობის მიზნით, შემდეგ გაჩნდა სპეციალური სპორტული ჯგუფები. თბილისის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა 1950 წელს, ორი წლის შემდეგ კი ბათუმში საქართველოს პირველი ჩემპიონატიც მოეწყო. 

ერთეულთა თანრიგში გაიმარჯვეს ლალი იზაშვილმა და ირაკლი ხიმშიაშვილმა. პირველი სპორტის ოსტატები გახდნენ ლალი იზაშვილი და რობერტ კუდაშვილი. 1954 წელს რობერტ კუდაშვილის ინიციატივით თბილისში გაიხსნა მაგიდის ჩოგბურთის ბავშვთა სპორტული სკოლა. სსრ კავშირის ჩემპიონატის პირველი მედლები მოიპოვეს ლალი იზაშვილმა (1958, ბრინჯაო), სარქის სარხოიანმა (1966, ოქრო), თეიმურაზ რამაზაშვილმა (1966, ბრინჯაო). აქედან იწყება სარხოიანის მრავალწლიანი წარმატებული სპორტული კარიერა. ის სხვადასხვა თანრიგში 23-ჯერ იყო სსრკ ჩემპიონი, პარალელურად არაერთი მედალი მოიპოვა საერთაშორისო ტურნირებში, მათ შორის – ევროპის ჩემპიონატებსა და სტუდენტთა მსოფლიო პირველობაში. სარხოიანს მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი და საუკეთესოა საქართველოს ყველა თაობის მაგიდის ჩოგბურთელთა შორის.

საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 19 ივლისს. 1992 წლის 15 სექტემბრიდან მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (ITTF) და ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის (ETTF) წევრია. პრეზიდენტები: იური გონაძე (1991-94), კოტე ბაირამაშვილი (1994-96), იური გონაძე (1996-2005), თემურ ქურხული (2005-?), გურამ გოგოლაძე (დღემდე).

    შედეგები
    მაგიდის ჩაგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1983, ლვოვი, უკრაინა
    სარქის სარხოიანი - მეორე ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1981, ყარაღანდა, ყაზახეთი
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1981, ყარაღანდა, ყაზახეთი
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1981, ყარაღანდა, ყაზახეთი
    სარქის სარხოიანი - მესამე ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1980, ყარაღანდა, ყაზახეთი
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1980, ყარაღანდა, ყაზახეთი
    სარქის სარხოიანი - მესამე ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1980, ყარაღანდა, ყაზახეთი
    სარქის სარხოიანი - მესამე ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1979, კაუნასი, ლიეტუვა
    სარქის სარხოიანი - მეორე ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1979, კაუნასი, ლიეტუვა
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1979, კაუნასი, ლიეტუვა
    სარქის სარხოიანი - მესამე ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1978, ოდესა, უკრაინა
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1978, ოდესა, უკრაინა
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1978, ოდესა, უკრაინა
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1977, ვოროშილოვგრადი (ლუგანსკი), უკრაინა
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1977, ვოროშილოვგრადი (ლუგანსკი), უკრაინა
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1977, ვოროშილოვგრადი (ლუგანსკი), უკრაინა
    სარქის სარხოიანი - მეორე ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1976, ბაქო, აზერბაიჯანი
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1976, ბაქო, აზერბაიჯანი
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1976, ბაქო, აზერბაიჯანი
    სარქის სარხოიანი - მესამე ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1975, ლვოვი, უკრაინა
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1975, ლვოვი, უკრაინა
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1974, ერევანი, სომხეთი
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1974, ერევანი, სომხეთი
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1973, კაუნასი, ლიეტუვა
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1972, ვოლგოგრადი, რუსეთი
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1972, ვოლგოგრადი, რუსეთი
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1971, კუიბიშევი (სამარა), რუსეთი
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1970
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1969
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1968, ტალინი, ესტონეთი

    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1967, ერევანი, სომხეთი
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - სსრკ ჩემპიონატი 1966, კაუნასი, ლიეტუვა
    სარქის სარხოიანი - პირველი ადგილი
    პარა მაგიდის ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2019, ერევანი, სომხეთი
    ლადო ჯანელიძე - მეორე ადგილი
    პარა მაგიდის ჩოგბურთი - საერთაშორისო ტურნირი 2019, ერევანი, სომხეთი
    არევ ტოპალიანი - პირველი ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1976, პრაღა, ჩეხოსლოვაკია
    სარქის სარხოიანი - მესამე ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1974, ნოვი-სადი, იუგოსლავია
    სარქის სარხოიანი - მესამე ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1970, მოსკოვი, სსრკ
    სარქის სარხოიანი - მესამე ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1970, მოსკოვი, სსრკ
    სარქის სარხოიანი - მეორე ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1968, ლიონი, საფრანგეთი
    სარქის სარხოიანი - მეორე ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1966, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
    სარქის სარხოიანი - მეორე ადგილი
    მაგიდის ჩოგბურთი - მსოფლიო ჩემპიონატი 1975, კალკუტა, ინდოეთი
    სარქის სარხოიანი - მეორე ადგილი

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო