საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია დაარსდა 2002 წლის 7 მარტს
ფედერაცია პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც დაიწყო საქართველოში კიბერსპორტის განვითარებაზე ზრუნვა.
ფედერაციას დაარსებიდან ჩატარებული აქვს 8 მსოფლიო კიბეროლიმპიადის შესარჩევი "WCG Georgia", 4 მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი "IeSF Georgia", 2 ევროპის პირველობის შესარჩევი, 9 საქართველოს ჩემპიონატი "ფედერაციის თასის" სახელწოდებით, ფედერაციის ლიგა, 3 სასკოლო ოლიმპიადა და 100 ამდე საკლუბო ჩემპიონატი.
ჩვენი ერთ–ერთი მისიაა მსოფლიო კიბეროლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების სათანადო წარდგენა.
ფედერაციის ორგანიზებით 2004 წლიდან საქართველოს გუნდები და გეიმერები 17–ჯერ გავიდნენ საერთაშორისო ჩემპიონატებზე.
საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია არის ორი საერთაშორისო კიბერსპორტული ორგანიზაციის წევრი:
"WCG" – წევრი 2004 წლიდან
"IeSF" – წევრი 2012 წლიდან
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო