ქართული
სპორტი
 
კაიაკი და კანოე
სპორტის სახეობის აღწერა

კაცობრიობას უხსოვარი დროიდან ემსახურებოდა კანოე და კაიაკი, როგორც წყალზე გადაადგილების საშუალებები. თანამედროვე კაიაკის შორეულ წინამორბედად ითვლება ესკიმოსური ნავი კაიაკი, ხოლო კანოესი - ინდიელთა პაროგა.

ლონდონში მცხოვრებმა შოტლანდიელმა იურისტმა ჯონ მაკგრეგორიმ სწორედ ესკიმოსთა ნავების მიხედვით დაამზადა თავისი კაიაკი, რომლითაც ევროპის ბევრი მდინარე მოიარა.

1866 წელს მან ლონდონში დააარსა კანოისტთა პირველი კლუბი. მანვე 1869 წელს მოაწყო პირველი საკაიაკო რეგატა, რამაც სათავე დაუდო სპორტის ახალი სახეობის ჩამოყალიბებას.

XIX საუკუნის დამდეგს ევროპის მრავალ ქვეყანაში, მდინარეებსა და ტბების ნაპირებზე გაჩნდა სანიჩბოსნო ბაზები და კლუბები, უმთავრესად ტურისტული დანიშნულებისა. კაიაკით ნიჩბოსნობა პოპულარულ და პრესტიჟულ გატაცებად იქცა. შესაბამისად, განვითარდა ახალი ტიპის, რთული ბუნებრივი პირობებისთვის გამოსადეგი ნავების წარმოება. კაიაკზე წყვილმოსასმელიან ნიჩბებს იყენებდნენ, კანოეზე - ცალმოსასმელიანს. გახშირდა სახელდახელო შეჯიბრები, რომელთა ორგანიზება 1924 წლიდან ითავა კოპენჰაგენში დაარსებულმა კანოეს საერთაშორისო წარმომადგენლობამ. სწორედ ამ ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრები, მათ შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წელს, ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა კანოეს საერთაშორისო ფედერაცია, რომლის ეგიდითაც ნიჩბოსნობის სხვადასხვა დისციპლინაში 30-მდე საერთაშორისო შეჯიბრი იმართება.

კანოეთი და კაიაკით სპრინტში საჩვენებელი ოლიმპიური ტურნირი 1924 წელს მოეწყო, ბერლინის 1936 წლის თამაშებიდან კი იგი სრულუფლებიანი ოლიმპიური სახეობა გახდა. სადებიუტო თამაშების პროგრამაში შეიტანეს ერთ და ორადგილიანი ნავებით ვაჟთა რბოლები, 1948 წელს კი ლონდონში ერთადგილიანი კაიაკით ქალებმაც იასპარეზეს. მას შემდეგ ოლიმპიური პროგრამა და ფორმულა არაერთხელ შეიცვალა.

6-გზის ოლიმპიური ჩემპიონია შვედი გერტ ფრედრიკსონი. ქალთა შორის 3 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული რუს ლუდმილა პინაევას.

სლალომში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება 1949 წლიდან. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში პირველად შეიტანეს 1972 წელს, აღადგინეს 1992-დან.

ნიჩბოსნური სლალომის ისტორია იწყება 1932 წლიდან, როცა სამთო თხილამურობაში გაწაფული შვეიცარიელები მთის მდინარეზე ნავით დაეშვნენ და აღმოაჩინეს, რომ „ზაფხული, წყალი და კანოეთი სლალომი“ არანაკლებ საინტერესო ყოფილა, ვიდრე „ზამთარი, თოვლი და სათხილამურო სლალომი“.

წყლის სტიქიასთან შებრძოლებისა და აბობოქრებულ მდინარეზე დაშვების მოყვარულები მოგვიანებით კანოეს საერთაშორისო ფედერაციამ შეიერთა, წესები დაუდგინა და პირველი შეჯიბრიც მოაწყო.

დროთა განმავლობაში იცვლებოდა წესები და ნავის კონსტრუქციაც. სარბიელზე გამოჩნდა სხვადასხვა ზომის, სინთეტიკური მასალებისგან დამზადებული და სამთო პირობებისთვის მოხერხებული ნავები.

ნიჩბოსნური სლალომის ოლიმპიური დებიუტი 1972 წელს შედგა მიუნხენში. ხელოვნური საწყლოსნო ტრასის მოწყობა 4 მილიონი დოლარი დაჯდა. პროგრამაში იყო ვაჟთა 3 (ერთადგილიანი კაიაკი და კანოე, ორადგილიანი კანოე) და ქალთა 1 (ერთადგილიანი კაიაკი) დისციპლინა. ოთხივე ოქროს მედალი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენებმა მოიპოვეს. სლალომისტთა ტურნირი მხოლოდ 20 წლის შემდეგ განახლდა.

გარდა ოლიმპიური სახეობებისა, რეგულარულად იმართება შეჯიბრები სხვა პოპულარულ დისციპლინებში: კანოე-პოლო, იალქნიანი კანოე, ფრისტაილი, ექსტრემალური და ჯგუფური დაცურება, რბოლა მარათონულ დისტანციებზე და სხვა.

კაიაკი და კანოე საქართველოში
საქართველოში ხალხურ ნიჩბოსნობას დიდი ხნის ისტორია აქვს, კანოისტთა პირველი სპორტული შეჯიბრი კი 1930-იან წლებში გაიმართა, როცა მცხეთაში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წყალჯომარდობის სადგური აიგო. ეს სადგური მთელი დატვირთვით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამუშავდა.

ვლადიმერ რაზმაძემ, შაქრო ხუბეროვმა და სხვა მწვრთნელებმა სპორტულ ჯგუფებში ბევრი ახალგაზრდა ჩააბეს. მოგვიანებით ასეთივე ჯგუფები გაიხსნა თბილისში, ფოთში, რუსთავში, დუშეთში, სოხუმში, ბათუმსა და ქუთაისში.

სსრკ ჩემპიონატებში პირველი მედლები მოიპოვეს გიორგი კაპანაძემ, არსენ ხუბეროვმა, ალექსანდრე არეშოვმა, ისაკ გიგაურმა, ვლადიმერ რაზმაძემ, პირველი ჩემპიონი კი მცხეთელი ვალენტინა სერედა გახდა (1000მ, ერთადგილიანი კაიაკი, 1948). სხვადასხვა დროს ჩემპიონები იყვნენ: ფოთელები - ავერი მატკავა, ვიქტორ კრატასიუკი, ზურაბ ხოფერია, ნოდარ ჩარაევი, თამაზ ჩიტაია, მცხეთელი - ჯიმშერ ხოშიბაევი.

1956 წელს სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მცხეთელმა კანოისტებმა მოსე მამულოვმა და გრიგოლ ურთაშვილმა.

საერთაშორისო სარბიელზე თავი გამოიჩინა ავერი მატკავამ, რომელმაც 1965 წელს ევროპის ჩემპიონატში III ადგილი დაიკავა (ერთადგილიანი კაიაკი).

საქართველოს ნიჩბოსანთაგან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ვიქტორ კრატასიუკმა,  მიუნხენის ოლიმპიადის ჩემპიონმა (ორადგილიანი კაიაკი).

ბოლო თაობის ქართველ კანოისტთა შორის განსაკუთრებული წარმატებით ასპარეზობს ზაზა ნადირაძე (კანოე, 200მ). მან ჯერ ახალგაზრდულ შეჯიბრებში გამოიჩინა თავი, მერე კი მოზრდილთა ტურნირებში: 2017 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი ოქროსი. ზაზა 2017-ში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი V ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება სლალომს, საქართველოში პირველი სლალომისტები 1970-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ. მათ მალე აუღეს ალღო სპორტის ახალ სახეობას და 4 საკავშირო ჩემპიონატში 6 ოქროს მედალი მოიპოვეს.

1971 წელს პირველ გამარჯვებულთა შორის იყვნენ მცხეთელები გიორგი ნასყიდაშვილი (კაიაკი) და სულხან პერშოვი (კანოე). 1973-74 წლებში ნასყიდაშვილმა კიდევ ორი ჩემპიონატი მოიგო, ერთხელ კი სსრკ თასის გათამაშებაშიც გაიმარჯვა.

1972 წელს ნასყიდაშვილი მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა და 37 მეტოქეს შორის 31-ე ადგილი დაიკავა. იმავე წელს სსრკ ჩემპიონატში ოქროს მედლები მიიღეს ვიტალი როსტიაშვილმა და ანა დემიანენკომ.

1973 წელს სსრ კავშირის თასი დაისაკუთრა ტარიელ გაბრიელიანმა.

მას შემდეგ საქართველოს სლალომისტებს არც ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შეჯიბრება არ მოუგიათ.

კაიაკის და კანოეს წესები
შეჯიბრება კანოეთი და კაიაკით იმართება დამდგარი, წყნარი წყლის აკვატორიაში ბუნებრივ ან ხელოვნურ წყალსატევებზე. სარბოლო ტრასის სიგრძეა 1000მ, სიგანე  -150მ, ბილიკის სიგანე - 9მ. ბილიკები ერთმანეთისგან ტივტივებითაა გამოყოფილი.

ერთადგილიანი კაიაკის სიგრძეა - 5,2მ, სიგანე - 51სმ, წონა - 12კგ; ორადგილიანის სიგრძეა - 6,5მ, სიგანე - 55სმ, წონა - 18კგ; ოთხადგილიანის სიგრძეა - 11მ, სიგანე - 60სმ, წონა - 30კგ.

ერთადგილიანი კანოეს სიგრძეა - 5,2მ, სიგანე - 75სმ, წონა - 16კგ; ორადგილიანის სიგრძეა - 6,5მ, სიგანე - 70სმ, წონა - 20კგ; ოთხადგილიანის სიგრძეა - 11მ, სიგანე - 70სმ, წონა - 20კგ.

კაიაკის ნიჩაბს 2 ფრთა აქვს, კანოესას - 1. სპორტსმენებს აცვიათ შორტები და მაისურები განმასხვავებელი ნიშნებითა და ნომრებით.

შეჯიბრის მონაწილე ნავები სტარტზე კენჭისყრის მიხედვით ნაწილდებიან და მსაჯის ნიშანზე იწყებენ მოძრაობას. ორი ფალსტარტისთვის ეკიპაჟი შეჯიბრიდან იხსნება. ნავი დისტანციას მაშინ ამთავრებს, როდესაც მისი ქიმი ფინიშის ორ წითელ ალამს შორის გაივლის. იმარჯვებს ის, ვინც დისტანციის გავლას ყველაზე ნაკლებ დროს მოანდომებს.

სლალომი: შეჯიბრება ნიჩბოსნურ სლალომში იმართება მთის მდინარის კალაპოტში ან საგანგებოდ შექმნილ ხელოვნურ ჩქერალებში. წყლის ნაკადის სიჩქარე უნდა იყოს არანაკლებ 2მ/წმ, სიღრმე - მინიმუმ 0,4მ, მარშრუტის სიგრძე - 200-დან 400 მეტრამდე. მთელი ტრასის გასწვრივ ათავსებენ 20-25 „კარს“ - წყალზე დაკიდებულ ორ ჯოხს, რომელთა ბოლოები მდინარის ზედაპირამდეა დაშვებული. აქედან მინიმუმ 6 კარს შესასვლელი დინების საწინააღმდეგო მხრიდან უნდა ჰქონდეს.

კარის სიმაღლეა 2მ, სიგანე - 1,2-3,5მ. კაიაკის სიგრძეა - 4მ, სიგანე - 60სმ, წონა - 9კგ. ორადგილიანი კანოეს სიგრძეა 4,6მ, სიგანე - 80სმ, წონა - 15კგ. ასპარეზობის დროს სპორტსმენს ახურავს ჩაფხუტი და აღჭურვილია მაშველი საშუალებებით.

შეჯიბრის მონაწილეებმა ყველა კარში თანმიმდევრულად უნდა გაიარონ, ოღონდ ისე, რომ არ შეეხონ კარის ამყოლს ნავის კორპუსით, ნიჩბით ან სხეულის რომელიმე ნაწილით. კართან მდგომი მსაჯი კარის არასწორად გავლის შემთხვევაში მაღლა სწევს დაფას, რომელსაც საჯარიმო ქულა აწერია. მინიმალური საჯარიმო ქულაა 5, მაქსიმალური კი - 50. განსაკუთრებით უხეში დარღვევის შემთხვევაში სპორტსმენს ხსნიან შეჯიბრიდან. იმარჯვებს ის, ვინც მარშრუტის გავლას ყველაზე ნაკლებ დროს მოანდომებს და ყველაზე ნაკლებ საჯარიმო ქულას დაიმსახურებს.

ოლიმპიური ორტომეული
(საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო ენციკლოპედიური გამოცემა; 2019 წელი)

    შედეგები
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    თენგიზ მაღრაძე K4 200მ - მესამე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    ლევან ტატუნაშვილი K4 200მ - მესამე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    სანდრო თეზელაშვილი K4 200მ - მესამე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    ნიკოლოზ ოდიშელიძე K4 200მ - მესამე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    ალექსანდრე წივწივაძე С2 200მ - მეორე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    სანდრო ჭოჭუა C2 200მ - მეორე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    ნიკოლოზ ჭეიშვილი K2/U16 200მ - პირველი ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    სანდრო თეზელაშვილი K2/U16 200მ - პირველი ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    სანდრო ჭოჭუა C2/U16 200მ - მეორე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    სანდრო თეზელაშვილი K1/U16 200მ - მეორე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    მალხაზ ჭინჭარაშვილი C1 200m - პირველი ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    მანანა პეტრიაშვილი C1/U16 200მ - პირველი ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    ნიკოლოზ ოდიშელიძე K2/U18 500მ - მესამე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    ლევან ტატუნაშვილი K2/U18 500მ - მესამე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    ალექსანდრე წივწივაძე C2 500მ - პირველი ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    მალხაზ ჭინჭარაშვილი C2 500m - პირველი ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    სანდრო ჭოჭუა С1/Г16 500მ - მესამე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    ნიკოლოზ ოდიშელიძე K1/U18 500მ - პირველი ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    ნიკოლოზ ჭეიშვილი K1/U16 500მ - მესამე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    სანდრო თეზელაშვილი K1/U16 500მ - მეორე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    მალხაზ ჭინჭარაშვილი C1 500მ - მეორე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    ალექსანდრე წივწივაძე C1 500მ - პირველი ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო რეგატა სპრინტში 2023, ლიმასოლი, კვიპროსი
    მანანა პეტრიაშვილი C1/U16 500მ - პირველი ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - მსოფლიო ჩემპიონატი 2023, დუისბურგი, გერმანია
    ბადრი ყაველაშვილი 200მ - მეორე ადგილი
    კაიაკი(ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებსა და U23შორის ევროპის ჩემპიონატი 2023, მონტემორ-ო-ველო, პორტუგალია
    გია გაბედავა U23 - მესამე ადგილი
    ევროპული თამაშები 2023 - კრაკოვი, პოლონეთი
    ზაზა ნადირაძე - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანიე - საერთაშორისო რეგატა 2023, ბრატისლავა, სლოვაკეთი
    გიორგი ეკალაძე - მესამე ადგილი

    გია გაბედავა - მესამე ადგილი

    მანანა პეტრიაშვილი - პირველი ადგილი

    გია გაბედავა - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - მსოფლიო თასი 2023, სეგედი, უნგრეთი
    ბადრი ყაველაშვილი - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 18 და 23 წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2022, სეგედი, უნგრეთი
    ალექსანდრე წივწივაძე - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 18 და 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2022, ბელგრადი, სერბია

    კაიაკი (ბაიდარა) და კანიე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2022, ბრატისლავა, სლოვაკეთი
    ჯუმბერ ჩხუტიაშვილი - მეორე ადგილი

    ლიდია სულაბერიძე - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანიე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2022, ბრატისლავა, სლოვაკეთი
    გია გაბედავა - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანიე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2022, ბრატისლავა, სლოვაკეთი
    ლიდია სულაბერიძე - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანიე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2022, ბრატისლავა, სლოვაკეთი
    გია გაბედავა - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2021, ლიმასოლი, კვიპროსი
    თენგიზ მაღრაძე - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2021, ლიმასოლი, კვიპროსი
    მათე ჯაფარიძე - მეორე ადგილი

    მათე ჯაფარიძე - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2021, ლიმასოლი, კვიპროსი
    თორნიკე ბერიძე - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2021, ლიმასოლი, კვიპროსი
    თორნიკე ბერიძე - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2021, ლიმასოლი, კვიპროსი
    თორნიკე ბერიძე - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2021, ლიმასოლი, კვიპროსი
    გიორგი კვერნაძე - პირველი ადგილი

    მურმან მალანია - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 18 და 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2016, პლოვდივი, ბულგარეთი
    მურმან მალანია - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2021, ლიმასოლი, კვიპროსი
    გია გაბედავა - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2021, ლიმასოლი, კვიპროსი
    გია გაბედავა - მეორე ადგილი

    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 23 წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2021, მონტემერ-უ-ველიუ, პორტუგალია
    ალექსანდრე წივწივაძე - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 23 წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2021, მონტემერ-უ-ველიუ, პორტუგალია
    მარიამ ქერდიკაშვილი - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 18 და 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2021, პოზნანი, პოლონეთი

    ალექსანდრე წივწივაძე - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 18 და 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2021, პოზნანი, პოლონეთი
    ალექსანდრე წივწივაძე - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - მსოფლიო თასი 2020, სეგედი, უნგრეთი
    ზაზა ნადირაძე - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 23 წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2014, სეგედი, უნგრეთი
    ზაზა ნადირაძე - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ბაჩანა გოჩაშვილი - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    მარლენ გადელია - მესამე ადგილი

    გიორგი გოგიჩაიშვილი - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    გიორგი ქაჯაია - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    გიორგი ობგაიძე - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ლუკა თოფურია - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ემზარ ირემაშვილი - პირველი ადგილი

    მარლენ გადელია - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ბაჩანა გოჩაშვილი - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ლუკა თხილაიშვილი - პირველი ადგილი

    ლევან ტატუნაშვილი - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ლუკა ქირია - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, ტრაკაი, ლიტვა
    ქრისტინე მგელაძე - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, ტრაკაი, ლიტვა
    მანანა ჯიქურაული - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, ტრაკაი, ლიტვა
    მალხაზ ჭინჭარაშვილი - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, ტრაკაი, ლიტვა
    ნატო ჩხუტიაშვილი - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, ტრაკაი, ლიტვა
    ლუკა თხილაიშვილი - მეორე ადგილი

    ლევან ტატუნაშვილი - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, ტრაკაი, ლიტვა
    მარიამ ქერდიკაშვილი - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, ტრაკაი, ლიტვა
    ნატო ჩხუტიაშვილი - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, ტრაკაი, ლიტვა
    ქრისტინე მგელაძე - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, ტრაკაი, ლიტვა
    მანანა ჯიქურაული - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ლუკა თხილაიშვილი - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ლევან ტატუნაშვილი - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2015, მინგეჩაური, აზერბაიჯანი
    ლევან ტატუნაშვილი - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    ნიკოლოზ ხატიაშვილი - მესამე ადგილი

    ჯონი ციხისელი - მესამე ადგილი

    გიორგი გვრიტიშვილი - მეორე ადგილი

    გიორგი ბედოშვილი - მეორე ადგილი

    მამუკა სულაბერიძე - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    გარუშა ხიზანიშვილი - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    გია გაბედავა - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    ჯონი ციხისელი - მეორე ადგილი

    მამუკა სულაბერიძე - მესამე ადგილი

    დავით დოღონაძე - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    ვალერი კიკნაძე - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    გიორგი ქაჯაია - პირველი ადგილი

    გიორგი გოგიჩაიშვილი - პირველი ადგილი

    ვალერი კიკნაძე - მესამე ადგილი

    ემზარ ირემაშვილი - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    გიორგი ქაჯაია - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    დავით დოღონაძე - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    ვალერი კიკნაძე - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    გიორგი ქაჯაია - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    გიორგი გოგიჩაიშვილი - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    ემზარ ირემაშვილი - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    გიორგი გოგიჩაიშვილი - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    ლევან მალანია - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკებს შორის ვიქტორ კრატასიუკის მემორიალი 2016, ფოთი, საქართველო
    ნიკოლოზ ლაზოიაშვილი - მესამე ადგილი

    გიორგი ობგაიძე - პირველი ადგილი

    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - საერთაშორისო (სალიცენზიო) რეგატა 2016, დუისბურგი, გერმანია
    ზაზა ნადირაძე - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 18 და 23 წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2016, მინსკი, ბელარუსი
    მურმან მალანია - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 18 და 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2016, პლოვდივი, ბულგარეთი
    ზაზა ნადირაძე - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 18 და 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2016, პლოვდივი, ბულგარეთი
    მურმან მალანია - მეორე ადგილი
    ევროპის ზაფხულის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფერსტივალი 2017, დიორი, უნგრეთი
    გია გაბედავა - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2017, უნგრეთი
    მარიამ ქერდიკაშვილი - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რეგატა 2017, უნგრეთი
    მარიამ ქერდიკაშვილი - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - მსოფლიო თასი 2017, ბულგარეთი
    ზაზა ნადირაძე - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2018, აურონზო, იტალია
    მარიამ ქერდიკაშვილი - მეორე ადგილი
    ევროპის სტუდენტური თამაშები 2018, კოიმბრა, პორტუგალია
    ზაზა ნადირაძე - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - მსოფლიო თასი 2018, სეგედი, უნგრეთი
    ზაზა ნადირაძე - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკების საერთაშორისო რეგატა 2019, პიეშტანი, სლოვაკეთი
    ალექსანდრე წივწივაძე - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკების საერთაშორისო რეგატა 2019, პიეშტანი, სლოვაკეთი
    ალექსანდრე წივწივაძე - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკების საერთაშორისო რეგატა 2019, პიეშტანი, სლოვაკეთი
    ლიდია სულაბერიძე - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ჭაბუკების საერთაშორისო რეგატა 2019, პიეშტანი, სლოვაკეთი
    ლიდია სულაბერიძე - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2019, რაჩიცი, ჩეხეთი
    მარიამ ქერდიკაშვილი - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - 23 წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2019, რაჩიცი, ჩეხეთი
    ბადრი ყაველაშვილი - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - მსოფლიო თასი 2019, პოზნანი, პოლონეთი
    ზაზა ნადირაძე - პირველი ადგილი
    კანოე - ოლიმპიური იმედის რეგატა 2019, ბრატისლავა, სლოვაკეთი
    ალექსანდრე წივწივაძე - პირველი ადგილი
    კანოე - ოლიმპიური იმედის რეგატა 2019, ბრატისლავა, სლოვაკეთი
    ალექსანდრე წივწივაძე - პირველი ადგილი
    კანოე - ოლიმპიური იმედის რეგატა 2019, ბრატისლავა, სლოვაკეთი
    ალექსანდრე წივწივაძე - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - მსოფლიო ჩემპიონატი 2019, სეგედი, უნგრეთი
    ზაზა ნადირაძე - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ევროპის ჩემპიონატი 2018, ბელგრადი, სერბეთი
    ზაზა ნადირაძე - პირველი ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - მსოფლიო ჩემპიონატი 2017, რაჩიცე, ჩეხეთი
    ზაზა ნადირაძე - მეორე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ევროპის ჩემპიონატი 2017, პლოვდივი, ბულგარეთი
    ზაზა ნადირაძე - მესამე ადგილი
    კაიაკი (ბაიდარა) და კანოე - ევროპის ჩემპიონატი 1965, ბუქარესტი, რუმონეთი
    ავერი მატკავა - მესამე ადგილი

    ქართული სპორტი

    2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო