ქართული
სპორტი
სპორტსმენები

მიხეილ ქორქია

დაბადების თარიღი 10/09/1948   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა კალათბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი ქუთაისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

კალათბურთი (მცველი)
1965-1979 - თბილისის „დინამო“
1971-1977 - სსრკ ნაკრები

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი: 1972 (მიუნხენი)
ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (მონრეალი)
ევროპის ჩემპიონი: 1971
ევროპის ვიცე-ჩემპიონი: 1975, 1977
მსოფლიო უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი: 1973
სსრკ ჩემპიონი: 1968
სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1969
სსრკ თასი: 1969

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1972

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი
ღირსების ორდენი
მედალი „შრომითი წარმატებისთვის“ (სსრკ)

*-კალათბურთს თამაშობდა მიხეილ ქორქიას მამაც, თუმცა უდიდეს წარმატებებს ბიძამ, ოთარ ქორქიამ მიაღწია: თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში 1952 წელს, ჰელსინკში ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოიგო, 1947, 1951 და 1953 წლებში ევროპის ჩემპიონი გახდა, თბილისის „დინამოსთან“ ერთად 3-ჯერ მოიგო საკავშირო ჩემპიონატი, 2 თასი, 1962 წელს კი, მთავარი მწვრთნელის რანგში თბილისის „დინამოს“ ევროპის ჩემპიონთა თასი მოაგებინა
*-ქართველი კალათბურთელებიდან ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ მიხეილ ქორქია და ზურაბ საკანდელიძე ფლობენ
*-1981 წლის 27 სექტემბერს მიხეილ ქორქია დიდი კალათბურთიდან გააცილეს
*-2006 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს ოლიმპიური ჩემპიონების მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის ტურნირს
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა დავით ჭელიძის წიგნი „მიხეილ ქორქია“
*-2017 წელს გადაღებულ რუსულ მხატვრულ ფილმში „3 წამი“ (რეჟისორი ანტონ მეგერდიჩევი), რომელიც საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრების მიერ მიუნხენის ოლიმპიადაზე გამარჯვებას ეძღვნება, მიხეილ ქორქიას როლი ოთარ ლორთქიფანიძემ შეასრულა

   

მეორე ადგილი()
კალათბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1977, ბელგია
პირველი ადგილი()
კალათბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1971, გერმანია
მეორე ადგილი()
კალათბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1975, იუგოსლავია
მესამე ადგილი()
ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები 1976, მონრეალი, კანადა
პირველი ადგილი()
ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო