ქართული
სპორტი
სპორტსმენები

რუსუდან ხოფერია

დაბადების თარიღი 09/09/1972   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ბატუტზე ხტომა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მდედრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1972 წლის 9 სექტემბერს თბილისში

მსოფლიოს ჩემპიონი - 1988 (ბირმინგემი, აშშ), 1988 (სინქრონი, ელენა კოლომეიცთან ერთად; ბირმინგემი, აშშ), 1988 (გუნდი; ბირმინგემი, აშშ)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1990 (სინქრონი, ელენა კოლომეიცთან ერთად; ესენი, გერმანია)
ევროპის ჩემპიონი - 1987 (გუნდი; ბრაგა, პორტუგალია), 1989 (სინქრონი, ელენა კოლომეიცთან ერთად; კოპენჰაგენი, დანია), 1989 (გუნდი; კოპენჰაგენი, დანია), 1997 (სინქრონი, ანა დოღონაძესთან ერთად; ეინდჰოვენი, ნიდერლანდები)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1987 (სინქრონი, ელენა კოლომეიცთან ერთად; ბრაგა, პორტუგალია), 1993 (სინქრონი, ანა დოღონაძესთან ერთად; ზურზეე, შვეიცარია), 1995 (სინქრონი, ანა დოღონაძესთან ერთად; ანტიბი, საფრანგეთი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1987 (ბრაგა, პორტუგალია), 1993 (ზურზეე, შვეიცარია)
მსოფლიო თასი - 1993 (სინქრონი), 1999
სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი - 1986
სსრკ ჩემპიონი - 1986, 1989 (სინქრონი)
სსრკ თასი - 1987 (სინქრონი), 1989 (სინქრონი)

სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2014

*-ბატუტზე ხტომა ოლიმპიური თამაშების სპორტულ პროგრამაში 2000 წლიდანაა და შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალაბამის შტატის ქალაქ ბირმინგემში 1988 წლის 10-12 მაისს გამართული მსოფლიო ჩემპიონატი წლის მთავარი შეჯიბრება იყო. ტურნირი საბჭოთა კავშირის ნაკრების სრული ტრიუმფით დასრულდა: გუნდის წევრებმა როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში ყველა, ექვსივე მთავარი დისციპლინა მოიგეს. რუსუდან ხოფერიამ პირადი პირველობის ოქროს მედლის გარდა გუნდის შემადგენლობაშიც გაიმარჯვა (ელენა კოლომეიცი, ტატიანა ლუშინა, ელენა მერკულოვა) და სინქრონშიც (ელენა კოლომეიცი).
*-1987-2004 წლებში, 17 წლის მანძილზე ფლობდა ვარჯიშის სირთულის მსოფლიო რეკორდს.
*-2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე - VII ადგილი.
*-2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე - IX ადგილი.

   

მეორე ადგილი()
ბატუტზე ხტომა - მსოფლიო ჩემპიონატი 1990, ესენი, გერმანია
პირველი ადგილი()
ბატუტზე ხტომა - მსოფლიო ჩემპიონატი 1988, ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი
პირველი ადგილი()
ბატუტზე ხტომა - მსოფლიო ჩემპიონატი 1988, ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი
პირველი ადგილი()
ბატუტზე ხტომა - მსოფლიო ჩემპიონატი 1988, ბირმინჰემი, დიდი ბრიტანეთი

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო