ქართული
სპორტი
სპორტსმენები

მიხეილ ხერგიანი

დაბადების თარიღი 23/03/1932   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ალპინიზმი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი სამეგრელო და ზემო სვანეთი
ქალაქი მესტია
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

სსრკ სამგზის ჩემპიონი ალპინიზმში

სასიმაღლო (1955, სტალინის პიკი)

და ტექნიკურ კლასებში (1956, ტიუტუ-ბაში; 1964, უშბა ჩრდილო-აღმოსავლეთი კედლით).

მეკლდეურობაში სსრკ ჩემპიონატებისა და პროფკავშირების შვიდგზის (1952, 60, 62, 64, 65 - აბსოლუტური, 66, 67) ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი.

დალაშქრული აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის, ალპების ურთულესი მწვერვალები.

ინგლისში მიანიჭეს ”კლდის ვეფხვის” წოდება (1960)

მისი სახელი მიენიჭა მწვერვალებს კავკასიონსა და პამირ-ალაიში, თურქესტანის ქედზე,

ვრაჩანის მასივის ერთ-ერთ ალპინისტურ მარშრუტს ბულგარეთში,

კლდეს იაილის მასივზე ყირიმში,

ახალგაზრდულ კლუბ 'ბეთქილს"

საშუალო სკოლას და ერთ-ერთ ქუჩას მესტიაში,

მცირე პლანეტას ასტეროიდების რგოლში მარსი-იუპიტერის ორბიტაზე.

დაწესებულია მიხეილ ხერგიანის ყოველწლიური მემორიალი მეკლდეურობაში (1967)

მესტიაში გახსნილია მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983) 

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი,

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო