ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ფინალშია!

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალში „დინამო არენაზე“ ბელარუსი 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე გავიდა. თორნიკე ოქრიაშვილმა მისი წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. საბოლოოდ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. 

ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე ერთი გამარჯვება აშორებს. ქართველი ფეხბურთელები 12 ნოემბერს თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებენ.

 

​საქართველო 1:0 ბელარუსი

თბილისი, დინამო არენა

​საქართველო: ლორია, დვალი, კაკაბაძე (82' ტაბიძე), კანკავა, კაშია, კიტეიშვილი (65' გვილია), კვარაცხელია (90' ლობჟანიძე), კვეკვესკირი, კვირკველია, ოქრიაშვილი (89' ქვილითაია), ყაზაიშვილი (81' შენგელია)

სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კუპატაძე, აბურჯანია, დაუშვილი, გრიგალავა, ჯიღაური, კაჭარავა

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ბელარუსი: ხატკევიჩი, ბახარი (63' პოდსტრელოვი), ბორდაჩევი (73' პეჩენინი), ებონგი, ხაჩატურიანი (46' მაევსკი), ლისაკოვიჩი (70' ლაპტევი), მარტინოვიჩი, ნაუმოვი, ნეხაიჩიკი, იაბლონსკი (63' სკავიში), ზოლოტოვი

​სათადარიგო შემადგენლობა: გუტორი, იგნატოვიჩი, გრომიკო, პოლიაკოვი, საჩივკო, სტასევიჩი, იუზეპჩუხი

​მთავარი მწვრთნელი: მიხაილ მარხელი

​მსაჯები: ჯიუნეთ ჩაკირი (თურქეთი), ბაჰატინ დურანი (თურქეთი), ტარიკ ონგუნი (თურქეთი), მეტე კალკავანი (თურქეთი)

ვიდეო-რეფერი: აბდულკადირ ბიტიგენი (თურქეთი), ჰუსეინ გიოჩეკი (თურქეთი)

​გაფრთხილება: 33' ნაუმოვი, 38' კვეკვესკირი, 53' კანკავა, 69' ყაზაიშვილი, 90+4' ქვილითაია

​გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (7)

 

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო