https://www.facebook.com/saskolo.sportuli.olimpiada/

ატვირთე ვიდეო სოციალურ ქსელში საჯაროდ შენს გვერდზე და მონიშნე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფეისბუქის გვერდი.

არ დაგავიწყდეს ჰეშთეგები:

#გაავრცელექართულისპორტისისტორია

#სასკოლოსპორტულიოლიმპიადა

#განათლებისმეცნიერებისკულტურისადასპორტისსამინისტრო

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ონლაინ შემეცნებითი პროექტი - გაავრცელე ქართული სპორტის ისტორია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია იწყებს ახალ, ონლაინ შემეცნებით პროექტს - „გაავრცელე ქართული სპორტის ისტორია“.

პროექტი ვიდეოგამოწვევების ფორმისაა და მისი მიზანია მოზარდი თაობის სპორტით დაინტერესება, საქართველოს სპორტის ისტორიის ცოდნის შეძენისა და გაღრმავების სტიმულირება, ასევე, სახლის პირობებში ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების შემეცნებით აქტივობაში ჩართვა.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოსწავლესა და მასწავლებელს, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მონაწილეობის წესები მარტივია.

ჩაწერე ვიდეო:

გაგვეცანი ვინ ხარ, სად სწავლობ;
ისაუბრე საყვარელ ქართველ სპორტსმენზე, გუნდზე ან მოვლენაზე;
საუბარი გაამდიდრე ვიდეო და ფოტო კადრებით;
გამოიწვიე მეგობარი, ან მეგობრები და ვიდეომიმართვა დაასრულე შემდეგი სიტყვებით: „გაავრცელე ქართული სპორტის ისტორია“;

მოიწონე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფეისბუქის გვერდი
https://www.facebook.com/saskolo.sportuli.olimpiada/

ატვირთე ვიდეო სოციალურ ქსელში საჯაროდ შენს გვერდზე და მონიშნე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფეისბუქის გვერდი.

არ დაგავიწყდეს ჰეშთეგები:

#გაავრცელექართულისპორტისისტორია

#სასკოლოსპორტულიოლიმპიადა

#განათლებისმეცნიერებისკულტურისადასპორტისსამინისტრო



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო