უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ლიგის ჩემპიონის ვინაობა ბოლოს წინა ტურშივე გაირკვა. „იბერია 1999“-მა საქართველოს ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.
მატჩი საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 62:60 დასრულდა, რითაც ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ ,,ევრობასკეტზე" ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამა კარიერისთვის სარეკორდო - 71,30 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა, დღევანდელ ასპარეზობაში კი, თავისუფალ პროგრამაში, მათ 124,84 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის შედეგად 196,14 ქულით ვერცხლის მედლები დაიმსახურეს.
ფინალამდე 27 წლის სპორტსმენმა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანჟს ანგარიშით 12:2 სძლია, მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე 11:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვს ანგარიშით 5:0 მოუგო.
ფინალამდე გენო პეტრიაშვილმა უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის ანგარიშით 11:0 მოუგო, მეოთხედფინალში პოლონელი რობერტ ბარანი ანგარიშით 9:2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს ანგარიშით 7:0 სძლია.
საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ ლატვიის ნაკრებთან პირველი მატჩი ანგარიშით 55:83 დათმო, ფილიპინების ნაკრებმა კი ლატვიას 89:80 სძლია, რის გამოც საქართველოს ნაკრებს ნახევარფინალში ასპარეზობისთვის ფილიპინელებთან 19-ქულიანი სხვაობით გამარჯვება სჭირდებოდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის პირველ ნახევარში გავიდა.
ქართველი მოჭიდავე გიორგი შოთაძე რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანია.
მათ მოკლე პროგრამა 57,03 ქულით მეცხრე ადგილზე დაასრულეს, დღევანდელ ასპარეზობაში კი, თავისუფალ პროგრამაში, 134,85 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის შედეგად 191,88 ქულით ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა სპორტულმა წყვილმა საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო