სტამბოლში 16-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფის მეორე მატჩი გამართა და მოლდოვა ანგარიშით 17:11 დაამარცხა.
დავით ჭეჭელაშვილმა (79 კგ), დაჩი პაპინაშვილმა (86 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილმა (97 კგ) ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი ნიკა ზანგალაძე (57 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი საბა ღამბაშიძემ (61 კგ), გოგა ოთინაშვილმა (70 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილმა (125 კგ) მოიპოვეს.
ქართველმა ბატუტზე მხტომელებმა საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მედალი მოიპოვეს
ევროპის ჩემპიონობა ალექსანდრე რუსიტაშვილმა ( 72 კგ), ანრი ფუტკარაძემ (77 კგ) და ლუკა კოჩალიძემ (87 კგ) იზეიმეს. ალექსანდრემ ფინალში სომეხი გასტარ ტერტერიანი დაამარცხა, ანრიმ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვს სძლია, ლუკამ კი ჭიდაობის გაერთიანებული კავშირის სახელით მოასპარეზე აბდულრახმან აბდულკადიროვს მოუგო.
ინგა გურგენიძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამის შემდეგ 58,84 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში კი მსაჯებისგან 128,97 ქულა დაიმსახურა და ლიდერი გახდა, ორი პროგრამის შედეგად დაგროვილი 187,81 ქულით მან ოქროს მედალი მოიპოვა.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეს საქართველოსთვის მეორე მედალია. გუშინ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ორი პროგრამის შედეგად დაგროვებული 191,88 ქულით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
მათ მოკლე პროგრამა 57,03 ქულით მეცხრე ადგილზე დაასრულეს, დღევანდელ ასპარეზობაში კი, თავისუფალ პროგრამაში, 134,85 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის შედეგად 191,88 ქულით ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა სპორტულმა წყვილმა საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.
ფინალურ შეხვედრამდე გივი მაჭარაშვილმა ლიეტუველ ლუკას კრასაუსკასს, ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე ალიაკსანდარ ჰუშტინსა და თურქ იბრაჰიმ ჩიფჩის სძლია.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა ზედიზედ მეორე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო