რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში კონსტანტინ ალექსანდრუს და იოან პოპოვიჩის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო ჭაბუკთა შორის.
10-12 მაისს ნინო სალუქვაძის სახელობის ტირმა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. პირველობა იუნიორთა შორისაც ჩატარდა.
საქართველოს ნაკრებმა საპლაჟო ჭიდაობის მსოფლიო სერიის რიგით მეორე ტურნირზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ), დავით მარსაგიშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) გახდნენ.
აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე გრან სლემზე საქართველოს ნაკრებმა დღეს მეორე, ამჯერად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: 81კგ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ტატო გრიგალაშვილი შედგა!
საქართველოს გოლფის ფედერაციის ინიციატივით თბილისი ჰილსის გოლფის კლუბში შემეცნებითი მედია-ტური მოეწყო.
კიევში დაიწყო სახელოვან უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა XXIII მემორიალი.
აზერბაიჯანის დედაქალაქში, ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო დარბაზში დღეს დაიწყო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გრან სლემი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე უშუს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა მიულოცა.
10-12 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო გრან სლემს უმასპინძლებს. შეჯიბრება ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო არენაზე გაიმართება.
ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, კახი კახიაშვილი ევროპის ძალოსნობის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და პარალელურად, საქართველოს ეროვნულ ფედერაციასაც უხელმძღვანელებს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო