ვარკეთილის სასროლეთზე დასრულდა თბილისის თასის გათამაშება სასტენდო სროლაში.
ყაზანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის პრეტენდენტთა ტურნირის მონაწილეები დღეს ისვენებენ. ასპარეზობა ხვალ განახლდება.
ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გამარჯვება ირაკლი ჩხეიძემ იზეიმა!
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 6 მედლით და გუნდური II ადგილით დაასრულა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა მიულოცა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს კორეის რესპუბლიკის პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ჩუნ ჰი ჯა და პროექტების მენეჯერი იე სუალ ლი ეწვივნენ. კომიტეტის წარმომადგენლებმა სრული ინფორმაცია მიიღეს საქართველოში პარასპორტის განვითარების, სამომავლო გეგმებისა და პერსპექტივების შესახებ.
საკალათბურთო კლუბი “დელტა” საქართველოს ჩემპიონია. ლექსო ლაფანაშვილისა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის სუპერფინალური მატჩი ქუთაისში, ადგილობრივი გუნდისა და ქომაგების უდიდესი წნეხის ქვეშ მოიგო და არსებობის ხანმოკლე ისტორიაში ქვეყნის უმთავრეს ტიტულს შესწვდა.
ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა რუმინეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ევროპის მეორე თამაშების დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - 21 ივნისს მინსკი 2019-ის გახსნის საზეიმო ცერემონია შედგება.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს საქართველოს წარმომადგენელი პირველად დაიკავებს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო