ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის პირველ წრეში რუს ანდრეი რუბლიოვს დაუპირისპირდება.
საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მეექვსე ადგილზე დაასრულა ევროპის ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში.
ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე დასრულდა კრივის ევროპის ჩემპიონატი სკოლის მოსწავლეთა შორის. ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა 30 ქვეყნის 316 სპორტსმენი. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდა და 15 მედალი მოიპოვა - 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
11-18 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიური საცურაო აუზი 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ევროპირველობასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დავით რურუამ პრესკონფერენცია გამართეს.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას მემორიალი გრძელდება თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
თბილისის სპორტის სასახლეში 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს 18:31 დამარცხდა ფავორიტ შვეიცარიასთან და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის გააგრძელებს.
30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ვილნიუსმა გოლფში ევროპის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონს უმასპინძლა. ჩემპიონატი ‘The V Golf Club Vilnius’-ში ჩატარდა და მასში ევროპის 13-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. ქართული გოლფის ისტორიაში პირველად, შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები ჩაერთო.
ქართული კრივის ისტორიაში პირველად თბილისი ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს 30 ქვეყნის ვაჟთა და გოგონათა ნაკრები ეწვია. 33 წონით კატეგორიაში 300-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობს.
დღეს თბილისის სპორტის სასახლეში იწყება ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 17-წლამდელ გოგონათა შორის.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მედია ჰოლდინგ „სეტანტა ჯორჯია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და „სეტანტა ჯორჯია“-ს დირექტორმა ლაშა მაჭავარიანმა მოაწერეს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო