ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე ასპარეზობა 4 მედლით დაასრულეს. ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მეორე საშეჯიბრო დღესაც 2 მედალი მოიპოვა. თამაშების ჩემპიონი დავით ხუციშვილი გახდა. ბრინჯაოს მედალს კი მამუკა კორძაია დაეუფლა.
კატარის დედაქალაქ დოჰაში დაწყებულ მსოფლიო ქვიშის თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი - ოქრო და ვერცხლი მოიგო!
16-20 ოქტომბერს მაროკო ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
საფრანგეთის მონპელიეს 18 წლის ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე პირველად გავიდა მოედანზე ჩემპიონთა ლიგის მატჩში და კლუბს პოლონეთის კელცეს დამარცხებაში დაეხმარა - 29:27, იქამდე კი პირველი გოლი გაიტანა საფრანგეთის სტარლიგაში.
10-13 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის.
ხელბურთის ეროვნული ნაკრები 25 და 26 ოქტომბერს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ჩრდილოეთ მაკედონიაში, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან.
ქართველმა ვეტერანმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი 19 მედლით ჩაამთავრეს, საიდანაც 4 ოქროა, 5 ვერცხლი და 10 ბრინჯაო.
კატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. თამაშებში 97 ქვეყნის 1200-ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში 4 სპორტსმენია.
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია შედგა. სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა უსურვეს.
8-13 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლე ვეტერან მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 41 ქვეყნის 700-ზე მეტი სპორტსმენი.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო