ბათუმის სპორტის სასახლეში გუშინ საქართველოს თასის პირველი 5 მფლობელი გამოვლინდა, დღეს კი ტურნირი დანარჩენი 5 წონითი კატეგორიის ფინალებით სრულდება.
ეილათში (ისრაელი) მიმდინარე 15 და 17-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ საქართველოს ნაკრებს პირველი მედლები მოუპოვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ოფიციალური ვიზიტით მონაკოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ ინიციატივით გამართული ფორუმის მრგვალ მაგიდაში, რომლის მთავარი თემა იყო „განათლება მდგრადი მშვიდობისთვის სპორტის მეშვეობით“.
ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ბორჯომი და ბაკურიანი ოფიციალურად დაარეგისტრირა როგორც 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქები. ოფიციალური წერილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისგან, იანეზ კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივანისგან, რაფაელე პანიოცისგან მიიღო.
ცინდაოს (ჩინეთი) მასტერსზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა: ვაჟა მარგველაშვილი (66კგ) ბრინჯაოს დაეუფლა!
18-წლამდელი ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 11-დღიან შეკრებაზე შევიდა.
ბათუმის სპორტის სასახლეში თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა საქართველოს თასის გათამაშება დაასრულეს.
მიუნხენში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დედაქალაქი გაისად, 10-19 ივლისს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს.
ბათუმის სპორტის სასახლეში თავისუფალი სტილის მოჭიდავეებმა საქართველოს თასის მფლობელები გამოავლინეს.
„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 18 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიას უმასპინძლებს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო