საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში სტუმრად დამარცხდა ფინეთთან - 21:37 (12:14). პირველი თამაში თბილისში, 16 იანვარს, ფრედ დასრულდა - 24:24.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - წლის სპორტსმენი. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში, ასევე დაწესებული გახლდათ 10 სპეციალური პრიზი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - „წლის სპორტსმენი“ მიმდინარეობს. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები 11 ნომინაციაში ჯილდოვდებიან, ასევე დაწესებულია 10 სპეციალური პრიზი.
18-19 იანვარს ნიცა საფრანგეთის გრან პრის უმასპინძლებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
ხვალ, 18 იანვარს, ჩვენი დროით დილის 4 საათზე საქართველო XV, ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ ხაგუარესთან ორმატჩიანი სერიის პირველ თამაშს გამართავს.
დღეს, 19 საათზე, თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთის ეროვნული ნაკრები ფინეთს ეთამაშება. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სახელბურთო შეხვედრა ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში არ გამართულა.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) 2019 წლის რჩეულების გამოსავლენად ტრადიციული გამოკითხვა დაიწყო. ვაჟთა შორის ტიტულის მთავარი პრეტენდენტი ყველაფრის მომგები ლაშა ტალახაძეა.
ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი ბოლო წუთებზე, 24:29 დათმო რუმინეთთან.
საქართველოს XV 4 იანვრიდან ქუთაისში, აია არენაზე მეორე შეკრებაზეა და არგენტინული ტურნესთვის ემზადება.
თბილისის დინამოს ვეტერანთა გუნდი 11-12 იანვარს ბერლინში, ტრადიციულ საახალწლო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო