მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სწრაფი ტემპების და სხვადასხვა ქვეყანაში სიტუაციის კრიტიკული გაუარესების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მიიღო გადაწყვეტილება მარტსა და აპრილში დაგეგმილი ყველა საერთაშორისო ტურნირის გაუქმების შესახებ.
„ბორჯღალოსნებმა“ პარიზში პორტუგალია 39:24 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტულს მეთორმეტედ დაეუფლნენ.
ქართველმა მოციგურავეებმა - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის, საბოლოოდ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
რითმული ცეკვების გამოსვლაში, კაზაკოვა-რევიას წყვილი, მსოფლიოს 29 მონაწილე წყვილს შორის 69.98 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და მცირე ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ქართველმა წყალბურთელებმა ფრანგული „მარსელი“ 15:12 დაამარცხეს.
საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ძიუდოში, თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნრზე - ანტალიის ევროპის თასზე 5 ოქროს, 5 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის მე-9 საჯარო სკოლაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს შეხვდა და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყება მიულოცა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ბელგრადში, სერბეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს, სერბეთის ნაკრებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში 94:90 მოუგო და ორი მატჩიდან ორი გამარჯვების შემდეგ E-ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო