FIBA წარმოგვიდგენს გამორჩეულ მოთამაშეებს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში 2000-2020 წლებში უთამაშიათ, გულშემატკივარმა კი მათ შორის საუკეთესო ხუთეული უნდა შეადგინოს. სწორედ ამ პრინციპით, FIBA საქართველოს 21-ე საუკუნის „საოცნებო გუნდის“ - 'Dream Team'-ის შერჩევას გვთავაზობს.
თბილისის „დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ლეგენდარულ „ათიანს“, დღეს, 18 ივნისს, 69 წელი შეუსრულდებოდა. დავით ყიფიანი 1981 წლის უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის 2-გზის მფლობელია.
საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ, ორი მასშტაბური საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. 2021 წელს, ჩვენს ქვეყანაში 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი, 2022 წელს კი, 18-წლამდელ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემია შენდება. ფეხბურთის ფედერაციის კიდევ ერთი პროექტი ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ხორციელდება. საფეხბურთო აკადემია შენდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურშიც.
30-31 მაისს, სიონის წყალსაცავზე ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის I ეტაპი ფიდერით სპორტულ თევზჭერაში. ტურნირის ორგანიზატორი გახლდათ ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია.
2 ივნისს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წინაშე წარსდგა. მინისტრის მოადგილემ პოსტკრიზისულ გეგმაზე ვრცლად ისაუბრა და დეპუტატების შეკითხვებს დეტალური განმარტებებით უპასუხა.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრმა 2 სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლიდან, 10 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა.
26-28 მაისს, ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა ჭადრაკის ონლაინ ტურნირი „აბრეშუმის გზის თასი“, რომლის გენერალური სპონსორი გახლდათ კომპნია „სოკარი“.
30 მაისს, ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ევროპის ჩემპიონს, სლავა მეტრეველს 84 წელი შეუსრულდებოდა. 1960 წლის 10 ივლისს, სლავა მეტრეველი მიხეილ მესხთან, გივი ჩოხელთან და ზაურ კალოევთან ერთად ევროპის პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შემუშავდა „ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი“.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო