მსოფლიოს პირველობის დასკვნითი დღის ღონისძიებას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე შერეული საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ კერით ბრაუნთან ერთად დაესწრო. მინისტრმა 79,4 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორები დააჯილდოვა.
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა. თბილისში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში ტურნირის გამარჯვებული გახდა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ქართველმა პარაძიუდოისტებმა ცხრა მედალი მოიპოვეს.
3 ოქტომბერს ლეგენდარულ ქართველ მძლეოსანს, ვიქტორ სანეევს, 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სპორტსმენის მეუღლეს, იანა ხვარცკიას, შეხვდა. შეხვედრაზე ვიქტორ სანეევის მიღწევებისა და ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი მისი განსაკუთრებული წვლილის შესახებ ისაუბრეს.
ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ბატუტზე ხტომის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. ტურნირში, რომელიც ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) ეგიდით ჩატარდა, 15 ქვეყანა მონაწილეობდა. ქართველმა სპორტსმენებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს კარატეს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
მე-14 „თბილისიმარათონში“ მონაწილეობა მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსულმა 3500-მა რეგისტრირებულმა მორბენალმა და 500-მა ბავშვმა მიიღო, რაც მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი დაესწრო, რომელმაც მარათონის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
უნგრეთმა კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებებმა კონტინენტის პირველობაზე 14 მედალი მოიპოვეს.
ბულგარეთში მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. მკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა რვა ოქროს, ხუთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს, სულ კი 16 მედალი მოიპოვა.
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის საწყლოსნო ფედერაციის კონგრესს დაესწრო. კონგრესზე შეაჯამეს 2025 წლის მოვლენები საწყლოსნო სპორტის სახეობებში და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო