საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძე საერთაშორისო ტურნირების „მაია ჩიბურდანიძის თასი 2021“ და „ნონა გაფრინდაშვილის თასი 2021“ დახურვის ცერემონიას დაესწრნენ.
თეა წულუკიანმა ყოფილი სპორტის მუზეუმის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა და მუზეუმის ფონდების მდგომარეობას გაეცნო. შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შენობაში, რომელსაც სპორტის მუზეუმი 2018 წელს შეუერთდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, სამინისტროში მიიღო შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი გიგა ჭიკაძე და მას UFC - ში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატება პირადად მიულოცა.
პოლონეთის ქალაქი კრაკოვი მასპინძლობს ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს. საქართველოს ნაკრებმა 9-14 ადგილებისთვის ბრძოლაში შეხვედრა ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დამაჯერებლად 8:0 დაამარცხა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად ცნობილ ქართველ მკლავჭიდელებს, ლევან საგინაშვილსა და ირაკლი ზირაქაშვილს შეხვდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, გენერალური მდივანი გიორგი კიკაბიძე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე, ფედერაციის ადმინისტრაციის უფროსი მაია ნოდია და ტექნიკური მენეჯერი ლაშა ხუცაიძე.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვახტანგ მეიფარიანს და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად სამინისტროს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი სტუმრობდნენ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ კოსტავასთან და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი გახლდათ 2023 წელს ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი.
ქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს მაკა გიორგობიანსა და ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო