ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სპორტის მინისტრმა ვახტანგ ლოლუასა და გელა ბოლქვაძეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ფინალში ირანელი ფარზად აჰმად ბალოოტაკი ანგარიშით 9:7 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა, გელა ბოლქვაძემ (82 კგ) კი ფინალი ირანელ ჯავად ფაროხისენიანთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეხვედრას სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ გეგეშიძე, ვიცე-პრეზიდენტი ბაკურ გოგიტიძე და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ გეგეშიძე ესწრებოდნენ.

ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იასპარეზეს



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო