შეხვედრაზე ორი ქვეყნის დელეგაციამ განიხილა საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალწლიანი ურთიერთობა, რომელიც ქვეყნებს სპორტის მიმართულებით აკავშირებთ. ეს თანამშრომლობა მრავალმხრივია და მოიცავს როგორც საერთაშორისო ტურნირებსა და შეკრებებს, ასევე სპორტული განათლებისა და კულტურის სფეროში გამოცდილების გაზიარებას. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს არა მხოლოდ სპორტის მიღწევების გაზიარებას, არამედ მეგობრობის, ახალგაზრდული ურთიერთობებისა და რეგიონული ინტეგრაციის გაძლიერებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.
ვიზიტისას საქართველოს სპორტის მინისტრი გმირთა მემორიალზე იმყოფებოდა, მან ყვავილებით შეამკო მემორიალი და პატივი მიაგო ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის, ხსოვნას.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო