ფოტოგალერეა

ფოტოები: ხატია ჯიჯეიშვილი

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
გუდაური სნოუბორდ კროსში ევროპის თასის ეტაპს მასპინძლობს

გუდაურში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სნოუბორდ კროსში ევროპის თასის ეტაპი იმართება. შეჯიბრში 14 ქვეყნის 62 სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის ოლიმპიური თამაშების მონაწილეები.

პირველ საშეჯიბრო დღეს, „კუდების ფერდობზე“ გამარჯვებულები ქალთა და ვაჟთა შორის გამოვლინდნენ. ქალთა შორის გამარჯვებული გერმანელი სნოუბორდისტი ჰანა იედიოჰა გახდა, ხოლო ვაჟთა შორის ყველას ჯაკობ დუსეკმა აჯობა. 4-4 საუკეთესო სპორტსმენი ფულადი პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ დააჯილდოვეს. 10 მარტს დაგეგმილია სარეიტინგო შეჯიბრება.

ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ტურნირი მოსამზადებელია ეტაპია თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისთვის, რომელსაც ბაკურიანი უმასპინძლებს.

ფოტოგალერეა

ფოტოები: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო