ტურნირს საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს, თუმცა ეს მათ შორის ყველაზე მასშტაბურია და მასში 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი მონაწილეობს.

„მსოფლიოს ახალგაზრდული სერია - 2025”-ის გახსნის ცერემონიას აჭარის განათლებისა და სორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საერთაშორისო მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პეტრა სიორლინგი, ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პედრო მოურა, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდნენ.

ტურნირი U11, U13, U15, U17 და U19 ასაკობრივი კატეგორიების ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში, ხოლო U15 და U19 ასაკობრივი კატეგორიების შერეულ წყვილთა თანრიგში იმართება და 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„მსოფლიოს ახალგაზრდული სერია - 2025" სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით იმართება. ტურნირი ორგანიზებულია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციისა და აჭარის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის მიერ.

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სპორტის მინისტრი მაგიდის ჩოგბურთში „მსოფლიოს ახალგაზრდული სერია - 2025”-ის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ტურნირს საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს, თუმცა ეს მათ შორის ყველაზე მასშტაბურია და მასში 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი მონაწილეობს.

„მსოფლიოს ახალგაზრდული სერია - 2025”-ის გახსნის ცერემონიას აჭარის განათლებისა და სორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საერთაშორისო მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პეტრა სიორლინგი, ევროპის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პედრო მოურა, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდნენ.

ტურნირი U11, U13, U15, U17 და U19 ასაკობრივი კატეგორიების ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში, ხოლო U15 და U19 ასაკობრივი კატეგორიების შერეულ წყვილთა თანრიგში იმართება და 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„მსოფლიოს ახალგაზრდული სერია - 2025" სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით იმართება. ტურნირი ორგანიზებულია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციისა და აჭარის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის მიერ.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო