შეხვედრაზე 2027 წელს საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს, რაზეც სტუმრებმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვეს. საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე ტურნირს, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის განვითარების პერსპექტივებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.
საქართველო მაგიდის ჩოგბურთის ,,მსოფლიო ახალგაზრდულ სერია”-ს უკვე მეოთხედ მასპინძლობს, თუმცა წლევანდელი შეჯიბრება ყველაზე მასშტაბურია და მასში 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირი U11, U13, U15, U17 და U19 ასაკობრივი კატეგორიების ერთეულთა და შერეულ წყვილთა თანრიგებში, ხოლო U15 და U19 ასაკობრივი კატეგორიების შერეულ წყვილთა თანრიგში იმართება და 21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
">